Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

აშშ კონგრესმა შესაძლოა მიიღოს კანონპროექტი ქალსა და კაცს შორის ანაზღაურების სხვაობის აღმოფხვრის შესახებ

Category: Gender in the world 
2019-01-31

დემოკრატების წარმომადგენლებმა აშშ-ს კონგრესში წარადგინეს კანონპროექტი,  რომელიც უზრუნველყოფს ქალებისა და კაცებისთვის თანაბარ ანაზღაურებას და დამსაქმებელთა გამჭვირვალობას სამუშაო ადგილზე.

 

ფედერალური მთავრობის ანგარიშვალდებულების ოფისის მონაცემებით  შეერთებულ შტატებში კაცების ანაზღაურება აღემატება იმავე სამუშაოზე მომუშავე ქალების შემოსავალს.

 

ქალთა პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის (IWPR) კვლევის თანახმად, აშშ-ი  ქალები სამუშაო ძალის თითქმის ნახევარს წარმოადგენენ და კაცებისთვის გადახდილ თითო დოლარზე, იგივე სამუშაოში თეთრკანიან ქალს 81 ცენტს, აფროამერიკელს 61 ცენტს, ხოლო ლათინოამერიკელს 53 ცენტს უხდიან. წარსულში მსგავს დისკრიმინაციას ქალების ნაკლები განათლებით ხსნიდნენ, თუმცა მონაცემების მიხედვით, აშშ-ში ბაკალავრისა და მაგისტრის წოდების 58 % -ი ქალებმა მოიპოვეს, ამასთან პირველად ამერიკის ისტორიაში სადოქტორო ხარისხის რაოდენობის მხრივ ქალებმა კაცები დაჯაბნეს.

 

კვლევის შედეგად კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გამომჟღავნდა , დაქორწინებული ქალები ოჯახის მქონე კაცების ანაზღაურების 79 %-ს იღებენ, თუმცა ბევრი ამის მიზეზად კარიერაში წინსვლის ნაკლები სურვილით ხსნიან, რასაც შესაძლოა სამუშაო საათების მატება და მივლინებები ახლდეს თან.

 

IWPR- ის ანგარიშის თანახმად, კანონპროექტის მიღებით ეროვნულ ეკონომიკას 513 მილიარდი დოლარი დაემატება და ორჯერ შეამცირებს სიღარიბის დონეს ოჯახებში, სადაც ქალები დასაქმებულები არიან.

 

IWPR ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ კანონპროექტის არ მიღების შემთხვევეში, თანაბარი სამუშაოსთვის თანაბარ ანაზღაურებას თეთრკანიანი ქალები 2059 წლამდე, აფროამერიკელები 2119 წლამდე, ხოლო ლათინოამერიკელები 2224 წლამდე არ მიიღებენ.

 

საინტერესოა, რომ პირველი აქტი, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი 2009 წელს მოაწერა, იყო დოკუმენტი თანაბარი ანაზღაურების შესახებ, თუმცა, კაცისა და ქალის ანაზღაურებას შორის განსხვავება ქვეყანაში კვლავაც არსებობს.

Source 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Bolivian Senate head assumes interim presidency; Morales' loyalists object

Sophie Wilmes becomes Belgium first woman Prime Minister

Bogota elects first woman mayor in Colombia regional vote

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker