Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

საფრანგეთში სექსისტურ იუმორთან ბრძოლა გამოცხადდა

Category: Gender in the world 
2019-01-28

საფრანგეთის გენდერული თანასწორობის უმაღლესმა საბჭომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც მოუწოდებს საზოგადოებას გამოუცხადოს ბრძოლა ქალების შეურაცხყოფასა და სექსისტურ იუმორს. ამის შესახებ ინფორმაციას Causeur-ი ავრცელებს.

 

ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ საფრანგეთში იუმორისტული საიტები და სატელევიზიო შოუები სექსისტური ხუმრობების მეშვეობით "ქალთა მიმართ ძალადობის კულტურის პოპულარიზაციას უწყობენ ხელს". როგორც გაზეთი აღნიშნავს, ანგარიშის გამოქვეყნება, სავარაუდოდ, გახდება პირველი ნაბიჯი ამ სფეროში კანონმდებლობის შექმნისთვის.

 

ეს არის გენდერული თანასწორობის უმაღლესი საბჭოს პირველი ანგარიში, რომელიც ეხება სექსიზმს საფრანგეთში.
"არსებობს პირდაპირი კავშირი სექსისტურ ხუმრობებსა და ქალთა მიმართ ძალადობას შორის", - განაცხადა საბჭოს ხელმძღვანელმა, დენიელ ბიუსკეტმა.

 

როგორც აღნიშნულია ანგარიშში, საფრანგეთში პოპულარული იუმორისტული  ვებ-გვერდის Blague.info, ისევე, როგორც დილის იუმორისტული რადიო გადაცემების RTL და France Inter-ის ხუმრობების უმეტესობა სექსისტურია. ცნობილი ფრანგი ვიდეო ბლოგერები სიპრიენი და ნორმანი 6 ხუმრობიდან 5-ში ქალებს დასცინიან.

 

ანგარიშის ავტორებს მაგალითად ერთ-ერთი Blague.info-ს ხუმრობა მოჰყავთ: "როგორ მივცეთ ქალს მეტი თავისუფლება?... მისი სამზარეულო უნდა გავაფართოვოდ".

 

გაზეთის ცნობით, ანგარიშის ავტორები მოუწოდებენ ხელისუფლებას რეაგირებისკენ, ამ მავნე იდეოლოგიასთან ბრძოლისკენ და სამოქმედო გეგმის შექმნისკენ.

 

"როგორც ჩანს, ეს ანგარიში არის მონახაზი, რომლის საფუძველზეც მალე კანონპროექტი შემუშავდება", - წერს Causeur.

 

ანგარიშის თანახმად, 2017 წელს, საფრანგეთში 1.2 მილიონი ქალი გახდა "სექსისტური შეურაცხყოფის" მსხვერპლი.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Austria gets first woman chancellor after video scandal

Spain's parliament leads Europe in gender-equality despite rise of far right

Modi's party promises 33 pct reservation for women in India's parliament

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker