Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

2017 წელს მსოფლიოში 87 000 ქალი მოკლეს, მათ შორის 50 000 ოჯახის წევრმა ან პარტნიორმა

Category: Gender based violence 
2018-11-26

მსოფლიოში ყოველდღიურად საშუალოდ 137 ქალს პარტნიორი ან ოჯახის წევრი კლავს. ამის შესახებ გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (UNODC) კვლევაშია ნათქვამი. კვლევა ქალთა მიმართა ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს გამოქვეყნდა.

 

გაეროს ცნობით, სახლი არის ადგილი, სადაც ქალს ყველაზე ხშირად კლავენ. გასულ წელს მსოფლიოში 87 000 ქალი მოკლეს, მათ შორის 50 000 (58%) — ოჯახის წევრმა ან პარტნიორმა. ამ მონაცემებით, UNODC ადგენს, რომ ყოველ საათში 6 ქალი მათივე ნაცნობების ხელით კვდებიან.

 

გეოგრაფიული თვალსაზრისით, ყველაზე ხშირად პარტნიორები და ოჯახის წევრები აფრიკისა და ამერიკის რეგიონში მცხოვრებ ქალებს კლავენ. აფრიკაში ყოველ 100 000 ქალში 3,1 ფემიციდის მსხვერპლია, ამერიკაში ეს მაჩვენებელი 1,6-ია, ოკეანეთში 1,3, ხოლო აზიაში 0,9. 100 000 ქალზე მსხვერპლის მაჩვენებელი ყველაზე დაბალი ევროპაშია — 0,7%.

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის მონაცემებით, 2017 წელს 26 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც 14 ჩადენილი იყო ოჯახის წევრის მიერ, ხოლო 12 სხვა პირობებში. 15 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ქალის მკვლელობის მცდელობას, საიდანაც 12 შემთხვევა მოხდა ოჯახური დანაშაულის ნიშნით, 3 საქმეში კი გამოიკვეთა სხვა მოტივი. ასევე, დაფიქსირდა ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი ქალთა თვითმკვლელობამდე და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის 5 ფაქტი.

 

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის მონაცემებით კი, 2017 წლის პირველ ცხრა თვეში 22 ქალია მოკლული. 21 ფემიციდის შემთხვევა ფიქსირდება 2016 წელს, 18 ასეთი შემთხვევა – 2015 წელს, 2014 წელს კი – 35.

 

 


 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Austria gets first woman chancellor after video scandal

Spain's parliament leads Europe in gender-equality despite rise of far right

Modi's party promises 33 pct reservation for women in India's parliament

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker