Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

1325-ის ლოკალიზაცია: სამუშაო შეხვედრა ხაშურის მუნიციპალიტეტში

Category: Gender in Caucasus 
2018-11-08

7 ნოემბერს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს  წევრებთან. შეხვედრას ასევე იძულებით გადაადგილებული პირები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

 

სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო, დამსწრე საზოგადოებისთვის კოალიციური პროექტის „რეგიონული და ადგილობრივი ადმინისტრაციების შესაძლებლობების გაძლიერება გაეროს უშიშროების რეზოლუცია  1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) ლოკალიზაციის პროცესში, ამ პროცესებში დიალოგის აქტივიზაცია და ქალთა  მონაწილეობის გაძლიერება-“  გაცნობა,    მუნიციპალიტეტში ამ საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნის ხელშეწყობა, რომელიც იმუშავებს გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმაში გაწერილ რეზოლუცია 1325 ლოკალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

 

 

შეხვედრა გახსნა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილმა. „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელმა ელენე რუსეცკაიამ შეხვედრის მონაწილეებს ხაშურის მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაგეგმილი პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

 

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა კონსულტაციები კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ/ დევნილთა წარმომადგენლებთან და მოხდა საჭიროებების გამოკვეთა, რათა ეს საკითხები მაქსიმალურად იქნას  გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის მიერ. ასევე ქალთა საინფორმაციო ცენტრის წევრებმა ხაშურში მდებარე ერთ-ერთი დევნილთა კომპაქტური ცენტრი მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ პრობლემებს, რომელიც იქ მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს.  

 

ქალთა  საინფორმაციო ცენტრი  მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობს თვითმმართველობებთან გენდერული თანასწორობის პოლიტიკისა და  რეზოლუცია  1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის კუთხით.

 

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ -ს, ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“-ს კოოპერირებით, 2018 წლის ნოემბერში დაიწყო პროექტის: „რეგიონული და ადგილობრივი ადმინისტრაციების შესაძლებლობების გაძლიერება გაეროს რეზოლუცია  1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) ლოკალიზაციის პროცესში და ამ პროცესებში დიალოგის აქტივიზაცია და ქალთა  (მათ შორის ყველაზე მარგინალიზებულისაც), მონაწილეობის გაძლიერება“ განხორციელება.

 

პროექტის ხორციელდება საქართველოს 10 მუნიციპალიტეტი: გორი, კასპი, ხაშური, ქარელი, დუშეთი, ზუგდიდი, წალენჯიხა, საჩხერე, სტეფანწმინდა და წყალტუბო.

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამოქალაქო ფორუმების, ტრენინგების, საინფორმაციო შეხვედრების, კონფერენციების ჩატარება. ეს საქმიანობა ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე დიალოგის გაღრმავებას და ამ პროცესში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ჩართვას.

 

პროექტი დაფინანსებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ და ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაწილეობითა და მხარდაჭერით. 

 


Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Netherlands to force companies to have more women on boards

Bolivian Senate head assumes interim presidency; Morales' loyalists object

Sophie Wilmes becomes Belgium first woman Prime Minister

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker