Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

დაიწყო ახალი ქალთა კოალიციური პროექტი რეზოლუცია 1325-ის ეფექტური ლოკალიზაციისთვის

Category: Gender in Caucasus 
2018-11-05

კოალიციური გაერთიანება - იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ მუშაობას იწყებს პროექტზე: „გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის, ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზაციის პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის ყველაზე მარგინალური ჯგუფების, ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“.

 

 

 

 

 

 

პროექტის მიზანია, გენდერული თანასწორობის დამკვიდრების, ქალთა გაძლიერების, კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობის დამყარების თვალსაზრისით 2018-20 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის პოპულარიზება ადგილობრივ დონეზე და სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებების ასახვა.

 

 

შეგახსენებთ, რომ გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმები საქართველოს 65 მუნიციპალიტეტშია შემუშავებული, ხოლო 41 -ში დამტკიცებული და ეს პროცესი გრძელდება. ამ პროცესში მონაწილეობას ქალთა საინფორმაციო ცენტრი და ორგანიზაციის ექსპერტები ღებულობდნენ. ორგანიზაცია მუშაობდა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტთან, კონსულტაციასა და რეკომენდაციებს უწევდა თვითმმართველობის ორგანოებს გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში.   გეგმებში გათვალისწინებულია ის აუცილებელი ღონისძიებები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის უზრუნველსაყოფად უნდა გატარდეს.

 

აღსანიშნავია, რომ 34 მუნიციპალიტეტებში, სადაც დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლოება ცხოვრობს სამოქმედო გეგმები ითვალისწინებს  ღონისძიებებს, რომელიც  „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განსახორციელებელი ეროვნული სამოქმედო გეგმით არის გათვალისწინებული.

 

 

 

 

პროექტის ხორციელდება საქართველოს 10 მუნიციპალიტეტი: გორი, კასპი, ხაშური, ქარელი, დუშეთი, ზუგდიდი, წალენჯიხა, საჩხერე, სტეფანწმინდა და წყალტუბო.

 

 

 

 

პროექტის ფარგლებში იგეგმება სამოქალაქო ფორუმები, ტრენინგები, საინფორმაციო შეხვედრები, კონფერენცია - ეს აქტივობები ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე დიალოგის გააქტიურებას და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ჩართვას ამ პროცესში.

 

 

 

ოქტომბერში, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“-ს მიერ ჩატარდა სამი სამუშაო შეხვედრა დასავლეთ საქართველოს სამიზნე მუნიციპალიტეტებში: ზუგდიდი, წალენჯიხა, წყალტუბო. 

 

პროექტი დაფინანსებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ და უნდა განხორციელდეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაწილეობითა და მხარდაჭერით. 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Bolivian Senate head assumes interim presidency; Morales' loyalists object

Sophie Wilmes becomes Belgium first woman Prime Minister

Bogota elects first woman mayor in Colombia regional vote

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker