Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

Category: Announcements 
2018-09-10

კონკურსი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გამყოფ ხაზთან მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისთვის სასწავლო კურსში - „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში  გამყოფ ხაზთან მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისთვის სასწავლო/ტრენინგ კურსში  „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“  მონაწილეობის მისაღებად. სასწავლო კურსის მიზანია  მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლება და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერება.   

 

ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

 

• ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებს 18 წლის ზემოთ;

• ვისაც სურს ბიზნესის დაწყება;

•ვისაც აქვს უნარი და მოტივაცია მართოს ბიზნესი.

 

სასწავლო/სატრენინგო კურსი მოიცავს ინტერაქტიულ ლექციებს, პრაქტიკულ დავალებებს, მათ შორის, პრეზენტაციის მომზადებას/წარდგენას.


ტრენინგ კურსის თემებია :

 

• ახალი ბიზნესიდეის ჩამოყალიბება;

 

• ბაზრის ანალიზი და სფეროების მიხედვით დაყოფა;

 

• პიროვნებები და გუნდები;


• მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის დაგეგმვა;


• ბიზნეს მოდელირება;


• კომერციალიზაციის სტრატეგიის შემუშავება;


• ფინანსური დოკუმენტებისა და დაფინანსების წყაროების დაგეგმვა;

• საინვესტიციო პრეზენტაციის მომზადება.

 

ტრენინგ კურსის ფორმატი ითვალისწინებს მონაწილეთა შეფასებას. კურსის ბოლოს გაიცემა სხვადასხვა კატეგორიის სერტიფიკატი. სერტიფიკატის ტიპი დამოკიდებულია მსმენელის დასწრებაზე, შუალედურ შეფასებებსა და საბოლოო პრეზენტაციაზე.

 

კურსის ხანგრძლივობა: 27 საათი

პერიოდი: 22-23; 29-30 სექტემბერი; 6-7 ოქტომბერი

სასწავლო დღეები: შაბათი-კვირა

ტრენინგის ხანგრძლივობა: 4,5 საათი

ტრენინგის სამუშაო ენა არის ქართული

კურსში მსმენელების რაოდენობა: 16

ადგილი: ფინანსთა სამინისტროს აკადემია, თბილისი, გორგასლის ქ. 10

კურსში მონაწილეობა არის უფასო.

 

შერჩეული მონაწილეების ტრანსპორტირება განხორციელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით. ხოლო სასტუმროში განთავსების ხარჯებს ფარავს გაეროს ქალთა ორგანიზაცია.

 

კონკურსში მონაწილეების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად :

 

პირველი ეტაპი - საბუთების გადარჩევა

•მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ CV (მოკლე რეზიუმე ) და სამოტივაციო წერილი (რა მოლოდინი აქვს მსმენელს და მოკლე მონახაზი  ბიზნესიდეის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში))
მეორე ეტაპი - გასაუბრება
•საბუთების მიხედვით გადარჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება

გთხოვთ, სათაურის (subject)  ველში მიუთითოთ კურსის დასახელება - „როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“.

რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: press@smr.gov.ge

 

დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში დაუკავშირდით საკონტაქტო პირს:  ლალი დევიძე - l.devidze@smr.gov.ge; ტელ: 577 52 77 99

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 15 სექტემბერი, 2018 წელი


Source 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Modi's party promises 33 pct reservation for women in India's parliament

Chicago heads to the polls to elect city's first black woman as mayor

Lebanese women hail first female Arab interior minister

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

Newly-resurfaced video of Allison Mack purportedly shows how she tried to lure women into alleged sex cult

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker