Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

საკონსულტაციო შეხვედრა ქ. რუსთავის არასამთავრობო ორგანიზაციებთან

Category: Announcements 
2018-04-17

18 აპრილს, 16:00 საათზე, ქ. რუსთავში (მეგობრობის გამზ. #12, ბინა 56 (ყოფილი კინო რუსთაველის გვერდით კორპუსში, ბოლო სადარბაზო 1 სართული, შესასვლელი კინოს მხრიდან), ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ოფისში გაიმართება საკონსულტაციო შეხვედრა რუსთავის არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენს სამოქალაქო სექტორის ჩართულობის გაზრდა გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაციის პროცესში.

 

შეხვედრაზე რუსთავის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქალთა საინფორმაციო ცენტრის ექსპერტებთან ერთად იმსჯელებენ  მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე, გამოკვეთენ საჭიროებებს, რომელიც აისახება მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაში.

 

სამოქალაქო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვან პროცესს წარმოადგენს, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე შემუშავდეს ქალთა საჭიროებებზე მორგებული გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა.

 

შეხვედრა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის!

 

***


ქალთა საინფორმაციო ცენტრი რამდენიმე წელია მუშაობს გენდერული პოლიტიკის გაძლიერებისა და ადგილობრივ დონეზე გენდერული ინსტიტუციური მექანიზმების ჩამოყალიბების კუთხით.

 

2016 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა მიიღო „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა. ცვლილებათა პაკეტი ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის შექმნას გულისხმობს.

 

პროექტის შესახებ

 

ქალთა საინფორმაციო ცენტრი ახორციელებს პროექტს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელშეწყობით, სამხრეთ კავკასიის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში.  
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციას ადგილობრივ დონეზე.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Bolivian Senate head assumes interim presidency; Morales' loyalists object

Sophie Wilmes becomes Belgium first woman Prime Minister

Bogota elects first woman mayor in Colombia regional vote

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker