Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ანა ფრანკის დღიური კომიქსების სახით გამოიცა

Category: It`s interesting to know 
2017-10-12

ანა ფრანკი 15 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის იყო ერთ–ერთი იმ მილიონობით ებრაელი ბავშვს შორის, რომლებიც ჰოლოკოსტის დროს დაიღუპა. ახლა მისი ჩანაწერები კომიქსად გადაიქცა, მალე კი ამ უჩვეულო ადაპტაციის მიხედვით ფილმიც გამოვა.

 

 

დღეს მისი დღიური (რომელსაც მან Kitty დაარქვა) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნია. ის გახდა ჰოლივუდის სცენარის, ბროდვეის სპექტაკლებისა და სხვა ნამუშევრების საფუძველი.


 

 

 

ახალი გრაფიკული რომანი შეიცავს ანა ფრანკის დღიურისა და წერილების ფრაზებს, სადაც ის საუბრობდა იმაზე, თუ როგორ შეძლო მისმა ოჯახმა ნაცისტებისგან დამალვა მას შემდეგ, რაც მისი და გადაურჩა შრომით ბანაკში წაყვანას. ანას ოჯახი თითქმის ორი წელი იმალებოდა, თუმცა ნაცისტებმა ისინი მაინც აღმოაჩინეს.

 

 

 

 

ადაპტაციის ავტორის, არი ფოლმანის თქმით, მისი მიზანია ანას მემკვიდრეობა, რაც შეიძლება უფრო აქტუალური გახადოს.

 

 

„ანა ფრანკის დღიური კომიქსის სახით არის კარგი გადაწყვეტილება მომავალი თაობისთვის. ახალ თაობას უნდა ელაპარაკო მისთვის გასაგებ ენაზე. მაშინ უფრო მეტი ადამიანი გაიგებს ამ ისტორიას", - ამბობს ის.

 

 

ამავე დროს, ორიგინალური დღიურის პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება.
ანა ფრანკი კი  გამბედაობის, ოპტიმიზმის და სიმამაცის სიმბოლოდ არის აღიარებული.

 

 

დღიურის ასეთი ადაპტაცია ავტორებისათვის რთული გადაწყვეტილება იყო. ილუსტრატორმა დევიდ პოლონსკიმ თავდაპირველად უარი თქვა ამ იდეაზე. მას ეშინოდა, რომ ჰოლოკოსტის თემა „ინდუსტრიის ნაწილი“ გახდებოდა და მას ცნობილი დღიურის კომერციალიზაციაში დაადანაშაულებდნენ.

 

 

ახლა ის იმედოვნებს, რომ მისი ნახატები ხელს შეუწყობს საზოგადოებას, აქტიურად განიხილონ იმ ადამიანების პრობლემები, რომლებმაც იძულებით დატოვეს საკუთარი სახლები ომის დროს.

 

 

ანა ფრანკის გრაფიკული დღიური ნიდერლანდებსა და გერმანიაში გამოქვეყნდა. ბრიტანეთში მისი გაყიდვა 2018 წლის დასაწყისიდან იგეგმება. ფილმი კი 2019 წელს გამოვა ეკრანებზე.

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Austria gets first woman chancellor after video scandal

Spain's parliament leads Europe in gender-equality despite rise of far right

Modi's party promises 33 pct reservation for women in India's parliament

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker