Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ქალთა საინფორმაციო ცენტრის განცხადება სქესის ნიშნით დსიკრიმინაციის ფაქტზე

Category: Exclusive 
2017-09-18

გვინდა გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია ‘იბერიის’ ეთერში არჩილ გამზარდიას საავტორო გადაცემაში, 14 სექტემბერს მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას, რომლის დროსაც ადგილი ჰქონდა გადაცემის ერთ-ერთი სტუმრის მიმართ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას.


 

გადაცემის მსვლელობის დროს საზოგადოება ‘სტალინელის’ თავმჯდომარემ გრიშა ონიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ქალაქ გორის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს თამარ თედლიაშვილს, გორის მთავარი მოედნისთვის სახელის გადარქმევის თაობაზე დაწყებულ დისკუსიაში.


 

გრიშა ონიანმა ოპონენტის მიმართ გამოიყენა შეურაცხმყოფელი სიტყვები, რომლის დროსაც ხაზგასმით აღნიშნავდა თამარ თედლიაშვილის სქესს. ეს  ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 14-ე მუხლს:


 

• ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. 


ასევე დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონს.


 

• კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.


 

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს რომ გადაცემის წამყვანი, არჩილ გამზარდია მხოლოდ რამდენიმე სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა რესპოდენტის მისამართით. მიუხედავად იმისა რომ გაფრთხილების ადრესატი არ აპირებდა გაჩერებას, არ მომხდარა მისი ეთერიდან გათიშვა ან სხვა რაიმე სახით ამ პროცესის შეჩერება. ტელეკომპანიამ გადაცემის სრული ვერსია მოგვიანებით YouTube-ს არხზეც განათავსა და ის დღემდე ხელმისაწვდომია, რაც ხელს უწყობს მის ტირაჟირებას.  ეს ქმედება კი მაუწყებლის ქცევის კოდექსის დარღვევაა სადაც 40-ე, 54-ე და 56-ე  მუხლებში ვკითხულობთ:


 

• 40. შეურაცხმყოფელი ლექსიკა:უხამსი ქმედება და შეურაცხმყოფელი ლექსიკა არ უნდა იქნეს გამოყენებული არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ პროგრამებში და წყალგამყოფის მოქმედების პერიოდში.


 

• მუხლი 54. მავნე და შეურაცხმყოფელი მასალისგან დაცვის პრინციპი: მაუწყებელმა უნდა დაიცვას საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტები, რათა უზრუნველყოს საზოგადოების წარმომადგენელთა დაცვა მავნე და შეურაცხმყოფელი მასალისგან.


 

• მუხლი 56. სახელმძღვანელო რეკომენდაციები მაუწყებლის მიერ პოტენციური ზიანისა და შეურაცხყოფისაგან დაცვის შესახებ: აუდიტორიის შეურაცხყოფის თავიდან აცილების მიზნით მაუწყებელი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებას.


 

ჩვენ აღშფოთებულები ვართ ტელეკომპანია ‘იბერიის’ ეთერში მომხდარის გამო და მივმართავთ სახალხო დამცველს შეისწავლოს აღნიშნული გარემოებები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker