Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

Google-მა თანამშრომელი სექსისტური მანიფესტის გავრცელების გამო დაითხოვა

Category: Gender in the world 
2017-08-08

Google-მა კომპანიის ერთ-ერთი ინჟინერი სკანდალის ფონზე გაათავისუფლა. ჯეიმს დეიმორი ტექნიკური თანამშრომელი იყო, რომელმაც 10 გვერდიანი მანიფესტი შიდა ფორუმზე გაავრცელა. წერილში ის ამტკიცებდა რომ მის სფეროში გენდერული უთანასწორობის ბიოლოგიური მიზეზები არსებობს. თანამშრომლის დათხოვნის შემდეგ არ არის გამორიცხული კომპანია სამართლებრივ პროცესებში აღმოჩნდეს ჩართული.

 

 

მანიფესტის ავტორი თავდაპირველად უცნობი იყო, თუმცა ამ წერილმა მალევე გაჟონა მედიაში. ჯეიმს დეიმორი აყალიბებდა მსოაზრებას რომლის მიხედვითაც ქალები უფრო მეტად არიან მიდრეკილი მღელვარებისკენ, ეძებენ პირად ცხოვრებასა და საქმის შორის ბალანსს და რომ გენდერული ნიშნით ანაზღაურების სხვაობა მითია. ის წუხდა რომ გუგლის პოლიტიკა რომელიც მეტი ქალის დაქირავებაზეა ორიენტირებული, კომპანიას ვნებდა. გათავისუფლებული თანამშრომელი ამბობს რომ საკუთარი პოზიციის სამართლებრივად დაცვას აპირებს.

 

 

სკანდალს Google-ის აღმასრულებელი დირექტორის სუნდარ პიჩაის პირველი კომენტარი უკვე მოჰყვა. ის აცხადებს რომ ტექნიკური ინჟინერის საქციელი უხეშად არღვევს კომპანიის ქცევის კოდექსსა და მის ღირებულებებს. მსოფლიოში უდიდესი საძიებო სისტემის ხელმძღვანელი მიიჩნევს რომ გამოხატვის თავისუფლების სახელით არავინ უნდა ახდენდეს დისკრიმინაციას. თუმცა კომპანიაში არიან ისეთები ვინც გათავისუფლებული თანამშრომლის მოსაზრებას იზიარებენ და მიიჩნევენ რომ Google-ს არ უნდა დაეწყო ქალი ინჟინრების სამსახურში მასობრივად აყვანა რადგან ეს ნაბიჯი კომპანიის ბიზნეს ინტერესებს მეორე პლანზე წევს.

 

 

Google გენდერული და რასობრივი ბალანსის დაცვაზე ორიენტირებული კომპანიაა, თუმცა დასაქმებულების 69% მაინც მამაკაცები არიან. მსოფლიოს უდიდესი საძიებო სისტემა ცდილობს შეავსოს ის უთანასწორობა რაც სილიკონ ველიზე დიდი ხანია შეინიშნება. კომპანიაში დასაქმებული ქალების ნაწილი აცხადებს რომ გენდერული დისკრიმინაცია მათთვის ახალი არაა, თუმა ის ფაქტი რომ თანამშრომელმა მამაკაცმა სექსისტური მოსაზრებებით გაჯერებული 10 გვერდიანი მანიფესტი ასე თავისუფლად გაავრცელა შიდა ფორუმზე, მათთვის მოულოდნელი და დამაფიქრებელია.

 

Tags: Google,

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Austria gets first woman chancellor after video scandal

Spain's parliament leads Europe in gender-equality despite rise of far right

Modi's party promises 33 pct reservation for women in India's parliament

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker