Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ნუ მიშლი ჩაცმას – სტამბულში ქალთა მარში ჩატარდა

Category: Gender based violence 
2017-07-31

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ქალთა მარში გაიმართა. აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს ძალადობა და მამაკაცების მოთხოვნა, უფრო ტრადიციულად ჩაცმის შესახებ. ტრანსფარანტების მაგივრად, მონაწილეებს აქციაზე საკიდებზე ჩამოკიდებული შორტები და მოკლე მაისურები ეჭირათ ხელში. ადგილობრივი მამაკაცები სწორედ ამგვარ ჩაცმულობას თვლიან მიუღებლად. აქციის მთავარი ლოზუნგი იყო: "ნუ მიშლი ჩაცმას". 

 

 

 

 

 

"ჩვენ არ დავემორჩილებით, არ გავჩუმდებით და არ შევშინდებით. ჩვენ წინააღმდეგობის გაწევის საშუალებით გავიმარჯვებთ", - აცხადებდნენ იქ შეკრებილი ქალები.

 

ღონისძიებას ესწრებოდა რამდენიმე ასეული ადამიანი, მათ შორის ლგბტ საზოგადოების წევრები.

 

მომიტინგეების თქმით, თურქეთში, ჩაცმულობის გამო, ქალებთან მიმართებაში გაიზარდა მორალური და ფიზიკური შეურაცხყოფის მაჩვენებელი.

 

გასულ თვეში ავტობუსში მამაკაცი თავს დაესხა ქალს, რომელიც მის გვერდით მგზავრობდა და მას "ეშმაკი" უწოდა. მიზეზი ის იყო, რომ ქალს შორტი ეცვა, მაჰმადიანებისთვის რამადანის წმიდა თვეში. მამაკაცის აზრით ასეთი ტანსაცმლის ტარება შეურაცხმყოფელი იყო. მეორე ქალს, რომელიც ასევე გამოვიდა ქუჩაში მოკლე შარვლით, უცნობმა კაცმა ხელი გაარტყა სახეში.

 

 

 

 

 

ადრე ითვლებოდა, რომ სტამბოლში ქალები და სექსუალური უმცირესობები უსაფთხოდ გრძნობენ თავს. თუმცა, კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანი და მისი პარტია არ უთმობს საკმარის ყურადღებას ქალთა უფლებებისა და სექსუალური უმცირესობების დაცვას.

 

 

Source 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker