Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

პროფკავშირებმა ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესების კუთხით რეკომენდაციები შეიმუშავა

Category: Gender in Caucasus 
2017-03-14

მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ქალთა შრომითი უფლებების უზრუნველსაყოფად - ამ საკითხზე მრგვალი მაგიდის ფორმატში პროფკავშირების გაერთიანებაში დისკუსია გაიმართა.

 

ღონისძიების მიზანი იყო ქალთა შრომით უფლებებსა და შრომით ურთიერთობებში ქალთა მართლმსაჯულებისათვის ხელმისწვდომობის საკითხის შესახებ ინფორმაციის გაზიარება. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა რაისა ლიპარტელიანმა, დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია განხორციელებული საქმიანობისა და ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესების კუთხით შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ.

 

მრგვალი მაგიდის მონაწილეები იყვნენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე - ირაკლი პეტრიაშვილი, ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ მინისტრის თანაშემწის ასისტენტი - მარი ჯობავა, სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი -ქეთევან შუბაშვილი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

 

შეხვედრის მონაწილეები განიხილეს საქართველოში არსებულ ვითარებას და იმ შემთხვევებს, როდესაც ქალები უსამართლოდ, სქესობრივი ნიშნით დაითხოვეს სამსახურიდან ან ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მიდგომას. ასევე მრგვალი მაგიდის მონაწილეები მსჯელობდნენ, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს კანონმდებლობა ისე, რომ ქალთა შრომითი უფლებები უკეთ იყოს დაცული.

 

პროექტი ,,მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ქალთა შრომითი უფლებების უზრუნველსაყოფად”, რომელიც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით განახორციელდა, ქალებისთვის შრომით დავებზე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას გულისხმობდა.

 

ორგანიზაცია პროექტის ფარგლებში აწარმოებდა სტრატეგიულ სამართალწარმოებას ისეთ საკითხებზე, როგორცაა: წინასახელშეკრულებო ეტაპზე სქესის ნიშნით დისკრიმინაცია; ფეხმძიმობის და დეკრეტული შვებულების  დროს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა; დეკრეტული შვებულებით სარგებლობის შემდგომ დასაქმებულის  სამსახურის შენარჩუნება;  ქალისა და მამაკაცის მიერ გაწეული თანაბარი შრომისთვის არათანაბარი ანაზღაურება.

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker