Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

გადაცემა კაცების დროს პრომო გენდერული სტერეოტიპების გამყარებას უწყობს ხელს

Category: Gender in Caucasus 
2016-12-07

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეეთერით და ინტერნეტით გავრცელებულ პრომო ვიდეო რგოლს, რომელიც ახალი გადაცემის „კაცების დრო“ ანონსს წარმოადგენს.

 

 

გადაცემის სარეკლამო რგოლში ნაჩვენებია, რომ ქალები დასაქმებულნი არიან როგორც მკერავები, ძველი დანადგარების გარემოცვაში (მკერავის პროფესია სტერეოტიპულად ქალებს უკავშირდება), რომლის გვერდით „ზედამხედველივით“ დგას ორი მამაკაცი. ქალები სარეკლამო რგოლის მანძილზე ჩუმად მუშაობენ, კაცების საუბრის შინაარსიდან კი ირკვევა, რომ მაშინ, როდესაც ქალები ჯერ კიდევ საკერავ მანქანას უსხედან, მამაკაცები ფიქრობენ კოსმოსის დაპყრობაზე, სადაც ქალებსაც წაიყვანენ, რათა „არ მოიწყინონ“.

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის მიხედვით, მაუწყებელი გაცხადებულად ესწრაფვის დაიცვას საზოგადოებრივი ფასეულობები - პასუხისმგებლობით მოეკიდოს ისეთი საკითხების გაშუქებას, რომლებიც შესაძლოა საზოგადოების გარკვეული ჯგუფებისთვის საზიანო ან შეურაცხმყოფელი იყოს. ამასთან, მაუწყებლის მიზანია დაიცვას მრავალფეროვნება და თანასწორობა, რაც გულისხმობის, მათ შორის, გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას.

 

 

თავაზიანობა და აუდიტორიისადმი პატივისცემა ჟურნალისტებს ავალდებულებს, არ გამოიყენონ დაუფიქრებლად ისეთი სიტყვები თუ ფრაზები, რომლებმაც შეიძლება აუდიტორია შეურაცხყოს. რაიმე წესის დადგენა, რომელი სიტყვა შეიძლება აღმოჩნდეს შეურაცხმყოფელი და რომელი არა, ძალზე ძნელია. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, გამოთქმის ტონზე და იმ კონტექსტზე, რომელშიც სიტყვაა გამოყენებული. სრულიად უწყინარი სიტყვა შეიძლება ტონმა და კონტექსტმა უხეშად აქციოს. იმას, აღმოჩნდება თუ არა რაიმე სიტყვა კონკრეტული ადამიანისათვის შეურაცხმყოფელი, განაპირობებს ისეთი ფაქტორებიც, როგორებიცაა ასაკი, სქესი, განათლება, საქმიანობა, აღმსარებლობა, ეროვნება და ა.შ.[1]

 

 

გავრცელებულ პრომო რგოლში, ქალებს მხოლოდ ფონის შექმნა ევალებათ, მაშინ როდესაც ორი მამაკაცი ცენტრალურ ფიგურად გვევლინება. ქალების დაკნინებულ მდგომარეობაში წარმოჩენით ხდება საზოგადოებაში კაცის ცენტრალური როლის ხაზგასმა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ რეკლამა გენდერულად მჩაგვრელ პრაქტიკას ამკვიდრებს და ხელს უწყობს უარყოფითი გენდერული სტერეოტიპების გამყარებას ქალების პროფესიული შესაძლებლობების და მათი განვითარების შესახებ.

 

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუწოდებს, გადაცემებისა და პრომო რგოლების დამზადებისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ადამიანის პატივის, ღირსებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვას.

 

 

Source 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker