Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

გაერომ აშშ-ში გენდერული თანასწორობა შესაფასა

Category: Gender in the world 
2015-12-16

ადამიანის უფლებათა პოლონელი, ბრიტანელი და კოსტა რიკელი ექსპერტების დელეგაციამ 10 დღე დაჰყო ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა რეგიონში, ქვეყანაში ქალების მიმართ დამოკიდებულების შესახებ ანგარიშის მომზადების მიზნით. სამი ქალი, რომლებიც გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობდნენ, იმყოფებოდნენ ალაბამაში, ტეხასსა და ორეგონში, რათა შეეფასებინათ აშშ-ის პოლიტიკა და მიდგომები, სასკოლო, ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სისტემები.

 

დელეგატები შეაშფოთა ამერიკაში გენდერული თანასწორობის მხრივ არსებულმა სურათმა. აშშ ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს ბევრად ჩამორჩება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის არის არათანაბარი ანაზღაურება, სადაც სხვაობა კაცებისა და ქალების ხელფასებს შორის 23 პროცენტს შეადგენს, დეკრეტული შვებულება, ბავშვზე ზრუნვის ხელმისაწვდომი საშუალებები და ქალი მიგრანტებისადმი მოპყრობა დაკავების ცენტრებში.

 

მათი თქმით, ყველაზე შთამბეჭდავი იყო ვიზიტი ალაბამას აბორტების კლინიკაში, სადაც ქალთა რეპროდუქციული უფლების მიმართ მტრული განწყობა დახვდათ. კლინიკის შესასვლელთან დახვდნენ მამაკაცები შეძახილებით „თქვენ ხოცავთ ბავშვებს!“ ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში აბორტები ჩვეულებრივ კლინიკებში კეთდება, სადაც სხვა ჯანდაცვის სერვისებსაც სთავაზობენ, და შესასვლელში ქალებს თავს არავინ ესხმის.

აშშ არის ერთერთი იმ სამ ქვეყანას შორის, სადაც ქალებს არ ეკუთვნით ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება. გაეროს რეკომენდაციით, ქვეყნები სულ მცირე 14 კვირიან ანაზღაურებად შვებულებას უნდა სთავაზობდნენ მშობლებს. ზოგ ქვეყანაში, მაგალითად, ისლანდიაში, თითოეულ მშობელს ხუთთვიანი ანაზღაურებადი შვებულების უფლება აქვს, დამატებით ორი თვე კი შეუძლიათ სურვილისამებრ გაინაწილონ. სამუშაო ადგილებზე არ არის გათვალისწინებული ორსულების და ახლადნამშობიარები ქალების საჭიროებები.

 

კიდევ ერთი შემაშფოთებელი საკითხი ქალთა მიმართ ძალადობაა. შეერთებულ შტატებში 11-ჯერ მეტი ქალი იღუპება ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ჭრილობით, ვიდრე სხვა განვითარებულ ქვეყნებში, ამასთან ამ მკვლელობათა უმრავლესობა ინტიმური პარტნიორის მიერ არის ჩადენილი. მიუხედავად იმისა, რომ ობამას ადმინისტრაცია ბევრს საუბრობს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაზე, იარაღის ფლობის შეზღუდვის რეგულაციები კონგრესში მაინც ვერ გავიდა.

 

დელეგაციის სხვა რეკომენდაციებს შორის იყოს ფინანსური რეფორმის გატარება, რომელიც თანამდებობებზე მეტი ქალის არჩევას შეუწყობს ხელს, ვინაიდან ქსელები, რომლებიც პოლიტიკური კანდიდატებისთვის თანხების მობილიზებას ახდენენ, ძირითადად მამაკაცების მიერ იმართება; მინიმალური ხელფასის გაზრდა, რომელიც არაპროპორციულად უფრო მეტად ეხება ქალებს; ფედერალური კანონის მიღება აბორტის ახალი შეზღუდვების საწინააღმდეგოდ სამხრეთის შტატებში, სადაც ქალთა კლინიკები იხურება.

 

დელეგატებმა ვიზიტი თეთრ სახლში სხვადასხვა სამთავრობო სააგენტოსთან შეხვედრით დაასრულეს. ისინი სრულ ანგარიშს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2016 წლის ივნისში წარუდგენენ.

Source 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

Britain elects record number of female lawmakers in 2019 election

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker