Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

მშვიდობას მოაქვს სიმშვიდე

სალომე მოდებაძე
Category: Exclusive 
2015-08-07

ამ დღეს ყველა სხვადასხვანაირად იხსენებს; ამ ამბავს ყველასთვის განსხვავებული დასაწყისი აქვს, თუმცა ამ ომმა შეცვალა ათასობით ადამიანის ბედი.

 

აგვისტოს თვე ქართველების ცხოვრებაში ყველაზე მძიმეა. ჩვენ გვახსოვს ტყვიების ხმა, სისხლიანი სხეეულები, შიში... გვახსოვს როგორ ვუწვდიდით ხელებს ერთმანეთს იმისთვის, რომ მორალურად მაინც შეგვენარჩუნებინა მხნეობა მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის შუაგულში ქალები და კაცები, მოხუცები და ახალგაზრდები ტყვიებს გაურბოდნენ.

 

როცა თბილისიდან გორისკენ მიმავალ ცენტრალურ მაგისტრალს გაივლი, ერთნაირკრამიტებიანი სახლების მიმართ გულგრილი ვერ დარჩები, რადგან იცი, რომ ამ სახლში მცხოვრები ოჯახები ისევ მამაპაპისეულ კარმიდამოს მისტირიან.
ამბობენ, ორი რამეაო ცხოვრებაში მთავარი: რისი შეცვლაც შეგიძლია – უნდა შეცვალო, რისი შეცვლას არ შეგიძლია – შეეგუო. მაგრამ რთულია ეს გვერდი გადაშალო და გზა სუფთა ფურცლიდან განაგრძო.
წერტილი და ახალი ხაზიდან.
თუმცა ეს ახალი ხაზი ისევ იმედებითაა სავსე.

 

2008 წლის 7 თუ 8 აგვისტოს (ამაზე ზუსტ პასუხს ჯერ კიდევ ველით) ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე კიდევ ერთი წარმოსახვითი საზღვარი გაგვივლეს. ახლა ამ საზღვართან ყოველთვიურად სამშვიდობო მოლაპარაკებები იმართება, სადაც წყდება კიდეც ადგილობრივი მოსახლეობის ბედი. მოლაპარაკების მაგიდის სხვადასხვა მხარე განიხილავს ამ ხალხისთვის სარწყავი და სასმელი წყლის მიწოდებას, გაზიფიკაციისა და ელექტროენერგიის საკითხს, მოსავლის აღების დროს გლეხების უსაფრთხოებას, მათ ხომ თავიანთი მიწიდან აღებული მოსავლის გარდა არ აქვთ სარჩო!

 

მე ვიცნობ ოს ახალგაზრდებს ქართულად რომ საუბრობენ და სჯერათ, მათი შვილები მაინც დატკბებიან თბილისური გაზაფხულით; ვიცნობ ისეთებს, ვისაც ახსოვს ჩვენი წითელი ღვინის გემო და ისეთებსაც ვიცნობ – ქართველ მეგობრებთან ერთად სათევზაოდ წასვლას რომ ნატრობენ.

 

როცა ვხედავ ცხინვალის წითელკრამიტიან სახლებს, როცა მესმის, როგორი ცარიელი, მიტოვებული და მოუვლელია დევნილად ქცეული ოჯახების ის კერა, სად დაბრუნებაზეც ასე ოცნებობენ, ერთადერთს ვნატრობ – მათმა შვილებმა არასოდეს ნახონ ომი!

 

2008 წლის აგვისტო ჩემი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ყევლაზე მძიმე გამოცდილებაა. ამ ომიდან შვიდი წლის თავზე მშვიდობას ვნატრობ. მშვიდობას, რომელსაც მოაქვს სიმშვიდე!

 

და მჯერა ამის.

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Women under 35 run Finland as world's youngest leader takes office

Finnish minister Sanna Marin, 34, to become world's youngest PM

Netherlands to force companies to have more women on boards

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker