გენდერული სიახლეები
2024 წლის არჩევნებზე მილიონ ნახევარზე მეტი ქალი არ მივიდა ხმის მისაცემად
2024-10-31 12:02:17

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 3 694 603 ადამიანი იყო რეგისტრირებული, საიდანაც 841 722 ადამიანი – 17 წლამდე ასაკის, ხოლო 2 852 881 სრულწლოვან მოქალაქეს წარმოადგენდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ოქტომბერში გამოქვეყნებული რიცხვი კი (18 წლის და ზემოთ ასაკის მქონე პირები) 3  495 789 -ს შეადგენს. აქედან არჩევნებზე ხმის მისაცემად 2 060 412 მოქალაქე დაფიქსირდა. 961 751 – ქალი (27.51%) კაცი – 1 098661 (31.43%).

როგორც მონაცემებიდან ჩანს, ამომრჩევლებს შორის აქტივობით ისევ კაცები გამოირჩევიან, ერთიან სიაშიც ისინი ჭარბობენ. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის რომ ხმის მისაცემად 26 ოქტომბერს, 1 891 130 ქალი არ მივიდა.

რაც შეეხება რეგიონებს, მაგალითად, შიდა ქართლში 235 715 ამომრჩეველია რეგისტრირებული, საიდანაც მივიდა 140 707 (59, 69%) მოქალაქე. აქედან 59 647 ქალი (25.3%) ხოლო 104 129 (34.39%) კაცი ამომრჩეველი იყო.

რეალურად, რამდენი ამომრჩეველი მივიდა ხმის მისაცემად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში გახსნილ უბნებზე –  ეს საკითხი დღესდღეობით სადაო თემას წარმოადგენს, რადგან დამკვირვებელელთა ჯგუფები გამოვლენილ დარღვევებზე და მონაცემების ხელოვნურად გაზრდაზე მიუთითებენ.  

მასალა მომზადებულია ForSet – თან პარტნიორობის ფარგლებში და მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქართული მედია ჯგუფი”

ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა პროევროპელმა მაია სანდუმ

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა მაია სანდუმ. მან ხმების 54,91% მიიღო

სრულად 
ავღანეთში თალიბანმა ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა აუკრძალა

თალიბანმა ავღანელ ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა აუკრძალა. როგორც The Telegraph წერს, ორშაბათს სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის მინისტრმა ქალებისთვის ახალი უცნაური შეზღუდვის შესახებ გამოაცხადა

სრულად 
ნუმერაცია გადამწყვეტია!

ქალთა საინფორმაციო ცენტრმა პოლიტიკური სუბიექტების პარტიულ სიებში, ქალი კანდიდატების ნუმერაცია შეისწავალა. ქვემოთ მოცემულია ცხრილები, რომელზეც დატანილია ინფორმაცია თუ რა ადგილს იკავებენ ქალი კანდიდატები პარტიული სიების 10-ეულში, 20-ეულსა და 50-ულში?

სრულად