გენდერული სიახლეები
პარტიული სიები კვოტირების გარეშე  და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები
2024-10-25 16:51:27

მას შემდეგ, რაც 4 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა, დაჩქარებული წესით განხილულ კანონპროექტს კენჭი უყარა და გენდერული კვოტირება გააუქმა, მნიშვნელოვანია ვნახოთ, როგორ გამოიყურება არჩევნებში მონაწილე რეგისტრირებული პოლიტიკური სუბიექტების სიების გენდერული მონაცემები. (24.10.2024).

ქალთა საინფორმაციო ცენტრმა არჩევნებში მონაწილე სუბიექტების საარჩევნო სიებში შეაფასა გენდერული ბალანსი შეაფასა. აღსანშნავია, რომ 2024 წლის 24 ოქტომბრის მონაცემებით, პარტიების სიებში რეგისტრირებული 18 პოლიტიკური სუბიექტის 1 182 კანდიდატიდან მხოლოდ 26.7%-ია (316) ქალი. წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით,  რომელშიც ქალთა წილი 44,3%-ს შეადგენდა, ვითარება მკვეთრად გაუარესებულია. 

ანალიზის მიზნით, შევარჩიეთ ხუთი პოლიტიკური პარტია (მმართველი პარტია და ოთხი პრო ევროპული რეიტინგული პარტია).

  1. ქართული ოცნება N41
  2. გახარია საქართველოსთვის  N 25
  3. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა N5 
  4. ძლიერი საქართველო N 9
  5. კოალიცია ცვლილებებისთვის N4

შევისწავლეთ  მათ მიერ წარმოდგენილი სიები, სულ  რეგისტრირებულია 565 კანდიდატი მათ შორის 151 ქალი (26,7%). პირველადი შეფასებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში თვალსაჩინოა გენდერული თანასწორობის უკუსვლა, 2020 წლის საარჩევნო სიაში ქალთა საერთო რაოდენობა 24% იყო, წელს ეს რიცხვი 16%, სიის 168 რეგისტრირებული კანდიდატიდან მხოლოდ 27 ქალია. 

გახარია საქართველოსთვის N25, სიის 115 რეგისტრირებული კანდიდატიდან 52 (45%) ქალია. ერთიანი-ნაციონალური მოძრაობა N5, სიის 97 რეგისტრირებული კანდიდატიდან 22 (23%) ქალია. ძლიერი საქართველო N9, სიის 102 რეგისტრირებული კანდიდატიდან 30 (29%) ქალია. კოალიცია ცვლილებებისთვის N4, სიის 82 რეგისტრირებული კანდიდატიდან 20 (24%) ქალია. ქართული ოცნება N41 სიის 168 კანდიდატიდან 27(16%) ქალია.

ქვემოთ მოცემულ ცხრილებში შეხვდებით ამავე ფორმულირებით ანალიზს სიების 10-ეულში, 20-ეულსა და 50-ეულში.

ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა პროევროპელმა მაია სანდუმ

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა მაია სანდუმ. მან ხმების 54,91% მიიღო

სრულად 
2024 წლის არჩევნებზე მილიონ ნახევარზე მეტი ქალი არ მივიდა ხმის მისაცემად

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის რომ ხმის მისაცემად 26 ოქტომბერს, 1 891 130 ქალი არ მივიდა

სრულად 
ავღანეთში თალიბანმა ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა აუკრძალა

თალიბანმა ავღანელ ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა აუკრძალა. როგორც The Telegraph წერს, ორშაბათს სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის მინისტრმა ქალებისთვის ახალი უცნაური შეზღუდვის შესახებ გამოაცხადა

სრულად