მოვლენები
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის განცხადება
2024-10-18 16:52:34

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში იქნება პირველი არჩევნები, რომელიც სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. საქართველოს დემოკრატიისთვის ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ
ცხოვრებაში ქალთა წარმომადგენლობის ზრდისთვის. თუმცა, პოლიტიკურმა პარტიებმა ეს გარემოება სათანადოდ არ გამოიყენეს.

2024 წლის 4 აპრილს, სამოქალაქო სექტორსა და შესაბამის მხარეებთან კონსულტაციის გარეშე, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით გააუქმა სავალდებულო გენდერული კვოტა და ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდისა და პოლიტიკურ პარტიებში ქალთა გაძლიერებისათვის მიმართული საბიუჯეტო დაფინანსების 30%-იანი დანამატი. ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის შეფასებით, სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმება, ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის გაზრდის ალტერნატიული ზომების გარეშე, ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიმართულებით უკან გადადგმული ნაბიჯია და შეუსაბამოა საერთაშორისო სტანდარტებთან.

2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ამ გადაწყვეტილებათა ნეგატიური გავლენა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მიმართულებით უკვე ნათელია. კერძოდ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2024 წლის არჩევნებისთვის პოლიტიკური გაერთიანებების წარდგენილ სიებში 1,185 რეგისტრირებული კანდიდატიდან მხოლოდ 29%-ია ქალი, რაც წინა საპარლამენტო არჩევნების დროს წარდგენილ სიებში ქალ კანდიდატთა 44,3%-თან შედარებით მნიშვნელოვანი უკუსვლაა.

საყურადღებოა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წარდგენილ პროპორციულ სიებში ქალი კანდიდატები ძირითადად არაგამსვლელ პოზიციებზე არიან ნომინირებულნი. 18 რეგისტრირებული პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარდგენილი სიების პირველ ოცეულებში 90 ქალი კანდიდატია, რაც კანდიდატების მხოლოდ 25%-ს შეადგენს.

თუ 2020 წელს პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა 20%-ს შეადგენდა, 2024 წელს პოლიტიკური გაერთიანებების მიერ წარდგენილი სიების გათვალისწინებით, ქალი დეპუტატების შემცირებაა მოსალოდნელი. ქალთა წარმომადგენლობის შემცირება ძირს უთხრის ამ მიმართულებით ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს და კიდევ უფრო გვაშორებს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისთვის საჭირო კრიტიკულ მასას, რომელიც 30%-ით განისაზღვრება, ხოლო CEDAW-ს უახლესი რეკომენდაცია პარიტეტს უჭერს მხარს.
კვლევების თანახმად, საქართველოში ამომრჩეველთა 61% მხარს უჭერს პარლამენტში ქალებისა და კაცების თანაბარ წარმომადგენლობას (NDI, 2023). საზოგადოება მიიჩნევს, რომ ქალთა თანაბარი წარმომადგენლობა დადებით გავლენას იქონიებს ქვეყნის განვითარებაზე (UNDP, UNFPA, 2020).

გარდა ამისა, მოსახლეობის 65% მიიჩნევს, რომ რაც მეტი ქალი იქნება საქართველოს პარლამენტში, მით მეტი გავლენა ექნებათ მათ პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და საჯარო პოლიტიკაზე.

საქართველოს მოსახლეობის 63%-ს კი, სჯერა, რომ პოლიტიკაში ქალების ჩართულობის ზრდა ქვეყანას სარგებელს მოუტანს (CRRC, UN WOMEN, 2024). ამასთან, ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა და გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის ვალდებულება საქართველოს აღებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ინსტრუმენტით (მათ შორის: გაეროს კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CEDAW), პეკინის დეკლარაცია და სამოქმედო პლატფორმა, და ევროპის საბჭოს შესაბამისი
რეკომენდაციები).

ჩვენ გვწამს, რომ საქართველოს დემოკრატიული და მდგრადი განვითარება შეუძლებელია პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობისა და არსებითი ჩართულობის გარეშე.

ამრიგად, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, მიიღონ ყველა ზომა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაძლიერებლად. მათ შორის, შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარებისა და გენდერული კვოტირების მექანიზმის დანერგვისა და იმპლემენტაციის გზით. აუცილებელია, ახალი მოწვევის პარლამენტმა განაახლოს დისკუსია სავალდებულო გენდერული კვოტის აღდგენასა და სხვა
დამატებითი ქმედითი ზომების დანერგვასთან დაკავშირებით.

ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
ISFED: 23 უბანზე, არჩევნებზე მისული კაცი ამომრჩევლების რაოდენობა აღემატება სიაში რეგისტრირებულს 

„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოვლენილ ახალ გარემოებებზე საუბრობს და ყურადღებას გენდერულ ნაწილზე ამახვილებს (ქალებისა და კაცების მონაწილეობაზე)

სრულად