საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, სერბეთში, ნოვი სადში მიმდინარე ტურნირზე მირანდა კაპანაძემ თავისუფალ ჭიდაობაში ოთხივე ორთაბრძოლა მოიგო და 17-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
მირანდა კაპანაძემ ევროპის ჩემპიონატის ფინალამდე ჩეხი ლანა პეზიჩი (8:0), ნეიტრალური გუნდის სახელით მოჭიდავე რუსი დოლჟონ ცინგუევა (8:6) და აზერბაიჯანელი ფიდან ბაბაევა (8:0) დაამარცხა, საჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში კი თურქ ოზლემ გურსოისთან (6:3) გაიმარჯვა.