ღონისძიებები
ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს საინფორმაციო მასალების (ბლოგები/ვლოგები/ფოტო ამბები/სტატიები) კონკურსს
2024-05-16 11:36:44

ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს საინფორმაციო მასალების (ბლოგები/ვლოგები/ფოტო ამბები/სტატიები) კონკურსს - "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან"- რომელიც, მიმდინარე თვეს, საქართველოში პარლამენტის მიერ მიღებული, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნება.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, კონკურსი მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას იმ დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციების, მედიისა და ქართველო ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს.

როგორც ცნობილია, ჩვენი კონკურსი ქალთა საკითხებს ეხებოდა, თუმცა შეცვლილმა დღის წესრიგმა დაგვანახა საჭიროება მოვიცვათ ისეთი საკითები, როგორებიცაა:

  • "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ნეგატიური გავლენა ადამიანის უფლებებზე, მათ შორის ქალთა უფლბებებზე;
  • "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გავლენა ქვეყნის ევროპულ მომავალზე;
  • "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გავლენა სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობაზე და შედეგად, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებზე;
  • სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობა "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ;
  • "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებული დეზინფორმაცია და სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიზანმიმართული პროპაგანდის მავნებლობა.


კონკურსში მონაწილეობის პირობები:

ბლოგი/ სტატია

  • უნდა პასუხობდეს კონკურსის მიზნებს და თემატიკას;
  • ტექსტი ლოგიკურად უნდა იყოს ორგანიზებული, აზრი გადმოცემული უნდა იყოს ნათლად და თანმიმდევრულად;
  • ტექსტი შესრულებული უნდა იყოს სალიტერატურო ნორმების დაცვით: გრამატიკულად, ორთოგრაფიულად და სტილისტურად გამართული, პუნქტუაციის წესების დაცვით;.
  • ტექსტი უნდა იყოს „Word“-ის ფორმატში; შრიფტი: Sylfaen. შრიფტის ზომა: 12;
  • მაქსიმალური სიტყვების რაოდენობა – 300-დან 1000-მდე. სტრიქონებს შორის ინტერვალი – 1.5.


იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ კონკრეტულ ლიტერატურულ მასალას, მიუთითეთ თქვენი ბლოგის ბოლოს, ცალკე გვერდზე; წყაროს დამოწმება: წყაროს ავტორი, გამოცემის წელი და გვერდი;.
ბლოგს უნდა ერთვოდეს თემატური ფოტო/პოსტერი.

ვლოგი:

  • უნდა პასუხობდეს კონკურსის მიზნებს და თემატიკას;
  • უნდა იყოს ინფორმატიული და საინტერესო;
  • ვიდეოს გადაღება შეგიძლიათ ნებისმიერი ვიდეოგადამღები მოწყობილობით, (ვიდეოკამერა, ფოტო აპარატი, მობილური ტელეფონი და ა.შ.);
  • ვიდეოს ფორმატი შეუზღუდავია, შეგიძლიათ მოამზადოთ ვიდეო სიუჟეტი, რეპორტაჟი, მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ანიმაცია, და ა.შ. ვიდეო მასალა უნდა იყოს HD ფორმატში;
  • ვიდეორგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2-3 წუთს.


ფოტო ამბავი:

  • უნდა პასუხობდეს კონკურსის მიზნებს და თემატიკას;
  • უნდა იყოსი ინფორმატიული და საინტერესო;
  • უნდა ერთვოდეს ორიგინალური ნარატიული აღწერილობა;
  • ფოტოს ფორმატი JPEG;
  • სასურველია ფოტო გადაღებული იყოს 780x580 ზომაზე;
  • მოწოდებულ ფოტოებზე არ უნდა იყოს დატანილი ლოგოები, ჩარჩოები და ა.შ.


პოსტერი:

  • პოსტერს უნდა ერთვოდეს ორგინილური თემატური სლოგანი;
  • პოსტერი უნდა პასუხობდეს კონკურსის მიზნებს და თემატიკას;
  • პოსტერი უნდა იყოს შემოქმედებითი და ინფორმატიული;
  • პოსტერის ვიზუალი ნათლად უნდა ასახავდეს თემატიკას;
  • პოსტერი მიიღება ნებისმიერ ფორმატში, ორი სხვადასხვა რეზოლუციით: ფეისბუქისთვის 1200 x 630 პიქსელი; ინსტაგრამისთვის 1080 x 1080.


!! საინფორმაციო მასალები სპეციალურად ამ კონკურსისთვის უნდა მომზადდეს და სხვა საინფორმაციო არხზე არ უნდა იყოს გამოქვეყნებული. გამარჯვებული ნამუშევრები გამოქვეყნდება "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" ფეისბუქის და ინსტაგრამის გვერდებზე და ასევე, ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.

გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების ავტორები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. საპრიზო თანხა - 300 ლარი, საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო მოსაკრებლის ჩათვლით.

საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 27 მაისი, 12:00 საათი. გამარჯვებულ ნამუშევრებს ქალთა საინფორმაციო ცენტრის გუნდი გამოავლენს, შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით.

დაინტერესებულმა პირებმა ნამუშევრები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე უნდა გამოგზავნონ:

wicge.org.11@gmail.com; mariam.dzagnidze@gmail.com; office@ginsc.net

გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ავტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და ავტორის ფოტო სურათი.
გისურვებთ წარმატებებს!

***
კონკურსი გამოცხადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც, დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ხაშურის, ბოლნისის, ქედას, ზუგდიდის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. პროექტის ძირითადი მიზანია ქალთა ლიდერობისა და პოლიტიკური მონაწილეობის სფეროებში, გენდერული სამართლიანობის გაუმჯობესება საქართველოში.

ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის

გაეროს ქალთა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის და პეკინის+30 სამოქალაქო საზოგადოების მმართველი კომიტეტი, 10 სექტემბერს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს იწვევს ონლაინ დიალოგებზე

სრულად 
ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია

კონკურსი მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას გენდერულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით

სრულად 
ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს

ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან"

სრულად