უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველი მომღერალი, ნინო ქათამაძე პრინცესა ოლგას ორდენით დააჯილდოვა.
“სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის, უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მსოფლიოში უკრაინის სახელმწიფოს პოპულარიზაციისთვის, გავცემ განკარგულებას”. - წერია ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებაში, რომლის მიხედვითაც გადაეცა ნინო ქათამაძეს პრინცესა ოლგას ორდენი.