რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (U20 და U23) ქართველი სპორტსმენები წარმატებით გამოსვლას აგრძელებენ. 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონობა 87 კგ-მდე წონით კატეგორიაში იზეიმა მარიამ მურღვლიანმა, რომელმად 3 ოქროს მედალი მოიპოვა.
მარიამმა ატაცში 95 / 100 / 102 კგ. დაძლია, ხოლო აკვრაში თავი 118 / 123 / 127 კილოგრამს გაართვა და ორივე დისციპლინაში საუკეთესო იყო. მურღვლიანი ორჭიდში მოგროვილი 229 კილოგრამითაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დაგდა.
ბუქარესტში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე 20-წლამდელთა შორის მარიამ მურღვლიანი საქართველოს ნაკრების მეხუთე, ხოლო გოგონათა გუნდის მესამე წევრია, რომელმაც ჩემპიონობა იზეიმა. მანამდე ოქროს მედლები მარიამ მაისურაძემ (49 კგ.) და ნათია გადელიამ (81 კგ.), ასევე - საბა ასანიძემ (81 კგ.) და გერვასი თაბაგარმა (96 კგ.) დაისაკუთრეს. ვიცე-ჩემპიონი ზურაბ მსხალაძე (89 კგ.) გახდა, ხოლო მცირე ვერცხლს გიგა ოდიკაძე (61 კგ.) და თორნიკე ლომთაძე (96 კგ.) დაეუფლნენ.
23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გურამ გიორბელიძე (67 კგ.) გახდა, კახი ასანიძე (73 კგ.) - ვიცე-ჩემპიონი, ბრინჯაოს მედლები კი არჩილ მალაყმაძემ (73 კგ.) და ბაჩუკი შამილიშვილმა (55 კგ.) მოიპოვეს.