საინტერესო
დარჩენისა და გაქცევის შიშს შორის მოქცეული უკრაინა - ანუ უკრაინიდან ლტოლვილი ქალების ისტორიები
2023-06-20 17:09:22

ნატალია

ნატალია ვარაბეი უკრაინიდან ლტოლვილია, რომელიც ორ შვილთან და პენსიონერ დედასთან ერთად, საქართველოში საცხოვრებლად გადმოვიდა. მეგობარ, მაგრამ მაინც უცხო ქვეყანაში, ოჯახზე ზრუნვა სრულიად მარტოს უწევს.  ნატალიას მისი ისტორიის გაზიარება ვთხოვეთ, როგორია ცხოვრება მშობლიური კერის დატოვების შემდეგ და რა გამოწვევებთან უწევს გამკლავება.

ამბობს, რომ უკრაინაში, 18 წლის განმავლობაში, ტურიზმის სფეროში საქმიანობდა და ბოლო წლებში,  საკუთარ კომპანიას ხელმძღვანელობდა. პარტნიორები საქართველოშიც გაიჩინა, რაც დღესდღეობით ეხმარება, რომ მუშაობა არ შეწყვიტოს და საარსებოდ საჭირო თანხა გამოიმუშაოს. 

"საქართველოში გადმოსვლის შემდეგ, როგორღაც ვახერხებ, რომ ტურიზმის სფეროში თანხა გამოვიმუშაო, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს, კეთილ ქართველ ხალხს და განსაკუთრებით ქალებს, არაჩვეულებრივი ქალები გყავთ. 

ჩემ გარშემო არაერთი უკრაინელია, რომლებმაც არ იციან როგორ რეალიზდნენ უცხო გარემოში. უკრაინელები ერთ მუშტად შეგვკრა ტკივილმა და მწუხარებამ. ვცდილობთ ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ. საკუთარი ხალხისგან შორს ვიმყოფებით და ერთიანობას დიდი მნიშვნელობა აქვს. უცხო ქვეყანაში გამძაფრებულია დაუცველობის განცდა, მოწყვეტილი ვართ ჩვენს ახლობლებს, გვაკლია მათი თანადგომა. გამოწვევაა ისიც, რომ ჯერ კიდევ არ ვიცი ჩემი უფლებები, ლტოლვილის ამპლუაში"- გვიყვება ნატალია.

 

ირინა

ირინა ნავალენკომ კიევი ომის დაწყებიდან მე-5 დღეს, შვილებთან და ძმასთან ერთად, დატოვა. გარკვეული პერიოდი ჩერნოვიცში ცხოვრობდნენ, შემდეგ იყო საქართველო, სადაც ომისგან მიყენებული სტრესი მეტ-ნაკლებად დაძლია. 

"ვგეგმავდით უსაფრთხო გზას, რომ გადავრჩენილიყავით, თუმცა ყველა მხრიდან გვეუბნებოდნენ: აქ არ წახვიდეთ, ხიდია დაბომბილი, იქ ნუ წახვალთ, ჩასაფრებულები არიანო -გვიყვება და იხსენებს, რომ მაშინ, დარჩენისაც ეშინოდათ და იმ გზისაც, რომელის გავლაც წასვლის შემთხვევაში მოუწევდათ. არ იცი, როგორ მოიქცე, ოველდღე უარესდება სიტუაცია, საშინელი უსაფრთხოების განცდა გეუფლება. ჩემი ძმა ახლაც კიევშია, დედაჩემი იზმაილში.  ვღელავ ოჯახზე, განსაკუთრებით დედაზე, რომელიც  თხოვნის მიუხედავად, მშობლიურ სახლს არ ტოვებს. ჩერნოვციში  არ იყო საბრძოლო ვითარება, თუმცა სულ განგაშის განცდა მქონდა, არცერთი ღამე არ მიძინია, საქართველოში ჩამოსვლიდან ერთ თვეში გაქრა შიში."- გვიყვება ირინა. 

ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლა არასდროს უნანია, რადგან ჩამოსვლის წამიდან გრძნობს მხარდაჭერას. 

"ჩამოსულიც არ ვიყავი საქართველოში, გამაოცა ყურადღებამ და მხარდაჭერამ. სოციალურ ქსელში ვიკითხე, საქართველოში მოხალისეები თუ იყვნენ და მახსოვს, მაშინვე მანქანით დამხვდნენ და ყველაფრის დაორგანიზებაში დამეხმარნენ. არასდროს დამავიწყდება ბავშვების ემოცია, საშიში და დამღლელი მოგზაურობის შემდეგ, სუფთა და რბილი საწოლი რამხელა ბედნიერება იყო მათთვის."- ამბობს ირინა, რომელიც საქართველოში, დღესდღეობით, უკრაინული საქველმოქმედო ბანაკის კოორდინატორია და ეს საქმე ძალიან მოსწონს.
 

ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვის

თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. 

სრულად 
საქსტატი: 2023 წელს, წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა

2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა

სრულად 
სოფლად მცხოვრები ქალები ტრადიციების სადარაჯოზე

გსმენიათ სვანური ტრადიციული ყველის ნაირსახეობის, ნარჩვის შესახებ, რომელიც დღეისთვის მხოლოდ ზემო სვანეთში, ცალკეულ ოჯახებში მზადდება? თუ არა, აუცილებლად უნდა გაგაცნოთ ლილე ჭკადუა

სრულად