მარიუპოლელი ბიჭის დღიურის ისტორიებით ვხვდებით ომის დაწყებიდან მეორე 1-ელ ივნისს, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს და გახსენებთ, რომ რუსეთის დაწყებულ ომს ასობით ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ბევრი დაშავდა, დაკარგა მშობლები, დატოვა საცხოვრებელი ადგილი, იძულებით იქნა დეპორტირებული რუსეთის ტერიტორიაზე. ბავშვები უკრაინიდან წელიწადზე მეტია ომის ტრავმას უმკლავდებიან. ეს არის უსასრულო ტკივილით სავსე, სევდიანად გულწრფელი ემოციებით გადმოცემული ამბავი ომის შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ ირღვევა ბავშვთა უფლებები უკრაინის ომში.
მეორე მხრივ, ბავშვთა დაცვის კუთხით დღეს არაერთი გამოწვევა აქვს საქართველოს. ქვეყანაში ბავშვები უფრო მეტად დგანან სიღარიბის საფრთხის წინაშე, ვიდრე მოსახლეობის სხვა რომელიმე ჯგუფი. მაგალითად, UNICEF-ის ბოლო კვლევის მიხედვით, ბავშვების 38% მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის.
ბავშვზე ორიენტირებულ პოლიტიკაში/კანონმდებლობაში არაერთი ხარვეზია, განსაკუთრებით, გამოწვევის წინაშე არიან შშმ ბავშვები, ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვები და ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან.
ვისურვებდით უკეთეს სამყაროს მათთვის, რადგან ისინი იმსახურებენ უსაფრთხო, ჯანმრთელ, ბედნიერ და სიყვარულით სავსე ცხოვრებას.