საფრანგეთის სიდიდით მეორე ქალაქის, მარსელის მერად, პირველად, ქალი, მიშელ რუბიროლა აირჩიეს. რუბიროლა „ევროპა-ეკოლოგია-მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელია.
25 წლის განმავლობაში, მარსელის ხელმძღვანელი იყო რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ჟან-კლოდ გოდენი.
საფრანგეთში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში მწვანეთა პარტიის კანდიდატებმა წარმატებებს მიაღწიეს საფრანგეთის ბევრ დიდ ქალაქში, არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვეს და მეორე ტურში გადავიდნენ.
არჩევნების მეორე ტურში რუბიროლამ პოლიტიკური ბლოკის La Repubilique en marche-ის მხარდაჭერა და ხმათა უმრავლესობა მოიპოვა.
მასახლეობასთან შეხვედრის დროს რუბიროლამ განაცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანაა მარსელის უფრო მწვანე, სამართლიან და დემოკრატიულ ქალაქად გადაქცევა.
შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს საფრანგეთში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.