მიღწევები
ისტორიაში პირველად, აშშ-ის ქალაქ ფერგიუსონის მერად აფროამერიკელი ქალი აირჩიეს
2020-06-04 10:25:04

ქალაქ ფერგიუსონის მერად, ისტორიაში პირველად, აფროამერიკელი ელა ჯონსი აირჩიეს.

2015 წელს, ჯონსი ასევე გახდა პირველი აფროამერიკელი ქალი ქალაქის საკრებულოს წევრი. 

ფერგიუსონში 2014 წელს პოლიციამ არასრულწლოვან აფროამერიკელ ბიჭს ესროლა. ამის შემდეგ კამპანია Black Lives Matter [ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია] განსაკუთრებით აქტუალური გახდა.

65 წლის ელა ჯონსმა, რომელიც ამავდროულად ეკლესიის პასტორიცაა, ხმების 54% მიიღო და რესპუბლიკელი კანდიდატი, ჯეიმს ნოულს III დაამარცხა, რომელიც 2011 წლიდან ფერგიუსონის მერია.

ჯონსმა ფერგიუსონსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე გაიმარჯვა. გამოსვლები გასულ კვირას ჯორჯ ფლოიდის პოლიციელის მიერ მკვლელობას მოჰყვა.

ჯონსის თქმით, მას პოლიციის დეპარტამენტის რეფორმა სურს. 

ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
მოჭიდავე მირანდა კაპანაძე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია

კაპანაძემ ნოვი სადში 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ოზლემ გურსოი დაამარცხა და ქალთა ჭიდაობაში საქართველოსთვის ისტორიული მედალი მოიგო

სრულად 
ქართველი რეჟისორი, სალომე ჯაში, ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს გამარჯვებულია

ბერლინის ხელოვნების აკადემია ყოველწლიურად გასცემს პრიზებს და სტიპენდიებს განსაკუთრებული შემოქმედებითი მიღწევებისთვის და ხელოვანების მხარდაჭერისა და განვითარებისათვის

სრულად 
21 წლის ასმარ ნურიევა ამერიკული United Airlines-ის პილოტი გახდა

21 წლის ასმარ ნურიევა გარდაბნიდან ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანიის United Airlines-ის პილოტი გახდა. ინფორმაციას აქტივისტი სამირა ბაირამოვა ავრცელებს.

სრულად