მიღწევები
ჯასინდა არდერნი ბოლო ასწლეულის განმავლობაში ახალი ზელანდიის ყველაზე პოპულარული პრემიერ-მინისტრია
2020-05-18 14:04:51

ახალი ზელანდიის პრემიერი ჯასინდა არდერნი ბოლო ასწლეულის განმავლობაში ქვეყანაში ყველაზე პოპულარული პრემიერ-მინისტრია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“, „ნიუსჰაბ-რეიდის“ კვლევაზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ინფორმაციით, ​არდერნის მიერ „კოვიდ-19“-თან გამკლავებისთვის გატარებული ღონისძიების ფონზე, პრემიერ-მინისტრის რეიტინგი კიდევ უფრო გაიზარდა.

კორონავირუსის კრიზისის შემდეგ, ქვეყანაში ჩატარებულმა პირველმა საჯარო გამოკითხვამ აჩვენა, რომ ჯასინდა არდერნს და მის პოლიტიკურ პარტიას მოსახლეობის 56.5 პროცენტი უჭერს მხარს. ახალი ზელანდიის ისტორიაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ნებისმიერი პარტიისთვის. თავად ჯასინდა არდენის რეიტინგი ახლა 59.5 პროცენტია, რაც ბოლო მონაცემებთან შედარებით 20-პროცენტიანი ზრდაა. ეს „ნიუსჰაბ-რეიდის“ კვლევების ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერისთვის. ამასთანავზე ახალ ზელანდიის პარლამენტში ყველაზე დიდი პარტიის რეიტინგი 12 პროცენტით დაეცა და ახლა მხოლოდ 30 პროცენტს შეადგენს.

მოსახლეობის 92 პროცენტი ასევე მხარს უჭერს ქვეყნის მიერ მიღებულ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ზომებს. ახალი ზელანდია ერთ თვეზე დიდხანს იმყოფებოდა შეზღუდვების „მეოთხე დონის“ პირობებში. ქვეყანაში უკვე დაწყებული ამ შეზღუდვების შემსუბუქება.

ჯასინა არდერნი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ მინისტრია, ის ასევე ქვეყანაში მესამე ქალი პრემიერია. ახალი ზელანდია მსოფლიო მასშტაბით კორონავისუთან გამკალვების ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად ითვლება. ახალ ზელანდიაში ინფიცირების 1 499 შემთხვევა ფიქსირდება მათგან 21 გარდაიცვალა.
 

ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
მოჭიდავე მირანდა კაპანაძე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია

კაპანაძემ ნოვი სადში 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ოზლემ გურსოი დაამარცხა და ქალთა ჭიდაობაში საქართველოსთვის ისტორიული მედალი მოიგო

სრულად 
ქართველი რეჟისორი, სალომე ჯაში, ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს გამარჯვებულია

ბერლინის ხელოვნების აკადემია ყოველწლიურად გასცემს პრიზებს და სტიპენდიებს განსაკუთრებული შემოქმედებითი მიღწევებისთვის და ხელოვანების მხარდაჭერისა და განვითარებისათვის

სრულად 
21 წლის ასმარ ნურიევა ამერიკული United Airlines-ის პილოტი გახდა

21 წლის ასმარ ნურიევა გარდაბნიდან ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანიის United Airlines-ის პილოტი გახდა. ინფორმაციას აქტივისტი სამირა ბაირამოვა ავრცელებს.

სრულად