ერთი საუკუნის წინ, 1919 წლის 14-17 თებერვალს ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები საყოველთაო ფარული, თანაბარი და პირდაპირი კენჭისყრით.
სოციალისტურ-დემოკრატიული პარტიის 130 კაციან სიაში წარმოდგენილი იყო 5 ქალი კანდიდატი, რომლებიც არჩეულ იქნენ დამფუძნებელი კრების წევრებად.
ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე (1875 ‒ გარდაცვალების თარიღი უცნობია) დაამთავრა თბილისის ქალთა გიმნაზიის კურსები. 1905 წლიდან საცხოვრებლად სოხუმში გადავიდა, სადაც პედაგოგად მუშაობდა. სოხუმში აქტიურ მონაწილეობას იღებდა რევოლუციურ გამოსვლებში. |
მინადორა ტოროშელიძე დაიბადა 1879 წლის 14 მარტს. დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზია. 1901 წელს კი სწავლა განაგრძო ჟენევის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე. აქტიურად მუშაობდა ქალაქის სოციალისტურ წრეებსა და „ისკრის“ დამხმარე ჯგუფში. ჟენევაში იქორწინა მალაქია ტოროშელიძესთან. |
დამფუძნებელი კრების წევრი ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე გასაბჭოების შემდეგ არაერთხელ გახდა საბჭოთა ტერორის მსხვერპლი. პირველად 1921 წლის აგვისტოში დააპატიმრეს რამდენიმე დღით, მეორედ 1922 წლის 17 თებერვალს, ქუჩაში, როცა მე-10 ტექნიკუმიდან მოდიოდა. |
ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე (1885-1937) 1904 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მუშაობაში. 1917 წელს „გურიის ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარედ აირჩიეს, 1919 წლიდან კი დამფუძნებელი კრების შრომის კომისიის წევრი გახდა. ანტისაბჭოთა მოღვაწეობისთვის პირველად, 38 წლის ასაკში, ურალის მხარეში გადაასახლეს. 1925 წელს ელისაბედი საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ ერთ წელიწადში კვლავ დააკავეს ‒ ჯერ ციმბირში, მინუსინსკის პოლიტ-იზოლატორში მოათავსეს, შემდეგ კი ურალსკისა და ალთაის მხარეში გადაასახლეს. |
ანა სოლოღაშვილი (1882-1937 ) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. |