Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ქალები პოლიტიკაში - ახალი დღის წესრიგი!

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი  შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყანაში არსებულ ქალთა უფლებრივ მდგომარეობასა და გენდერულ უთანასწორობასთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებით შეეხება ქალთა მიმართ ძალადობას და გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე ქალთა იგნორირებას.

 

ქალების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში პირდაპირ კავშირშია ქალთა უფლებების ყოველმხრივ დაცვასთან.  სამი თვის განმავლობაში ქალთა მკვლელობის 14 ფაქტთან დაკავშირებით არსებული შემაშფოთებელი  მდგომარეობა ხელისუფლების  სამივე შტოს მხრიდან გადაუდებელ და კომპლექსურ რეაგირებას ითხოვს  და, პარალელურად, საჭიროებს ქვეყანაში საზოგადოების განათლებას და ინფორმირებას არა მხოლოდ ძალადობის წინააღმდეგ, არამედ ქალთა პოლიტიკური უფლებების რეალიზების მნიშვნელობის შესახებ.

 

 

არსებულიგარემოებებიდან გამომდინარე, ვხედავთ რა,რომ ნებაყოფლობითმა წამახალისებელმა ნორმამ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის თვალსაზრისით არ იმუშავა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ვიწყებთ ახალი დღის წესრიგით მოქმედებას. ეს გულისხმობს სავალდებულოგენდერული კვოტის, როგორც დროებითი სპეციალური ზომის,ინიცირებას,ლობირებას და ადვოკატირებას.მიმდინარე პროცესების ანალიზმა და სხვა ქვეყნების წარმატებულმა გამოცდილებამ ცხადჰყო, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში გენდერული კვოტა არის ყველაზეეფექტიანი და ქმედითი მექანიზმი წარმომადგენლობითი დემოკრატიისა და ქალთა პოლიტიკური უფლებების რეალიზაციის უზრუნველსაყოფად.

 

სამუშაო ჯგუფი - ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში წარმოადგენს იმ პლატფორმას, რომელიც მოახდენს დაინტერესებული მხარეების კოორდინაციას და გენდერული კვოტის ადვოკატირებას. სამუშაო ჯგუფი გენდერულ კვოტაზე საკანონმდებლო ცვლილებების პროექტთან ერთადსამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში  წარმოადგენს.

 

 

მოვუწოდებთ: საქართველოს პარლამენტს, მხარი დაუჭიროს ინიციატივას გენდერული კვოტის შესახებ და მოახდინოს სტამბულის კონვენციის რატიფიცირება; საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინოს ნულოვანი ტოლერანტობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ დაშექმნას გენდერულად მგრძნობიარე მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც დანაშაულს გამოავლენს და გაითვალისწინებს მსხვერპლი ქალების მდგომარეობასა და საჭიროებებს; პოლიტიკურ პარტიებს, გააძლიერონ მუშაობა მათ მიერ დასახელებულიქალი კანდიდატების მხარდასაჭერად, რათა ხელი შეეწყოს ქალთა წარმომადგენლობის ზრდას თვითმმართველობის დონეზე; მედიას,დაიცვას გენდერული ბალანსი საარჩევნო კამპანიის გაშუქების დროს და ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ ძალადობის თემის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას; რელიგიურ ინსტიტუტებს, დაგმონ  ქალთა მიმართ ძალადობა;
საზოგადოებას,გამოიჩინოს ნულოვანი ტოლერანტობა ქალთა მიმართ ძალადობის მიმართ და დაარღვიოს დუმილი.

 


დასასრული:
 
სამუშაო ჯგუფი - ”ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში” შეიქმნა 2014 წლის თებერვალში და მის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს ერთობლივი პლატფორმის შექმნა  გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე ქალთა მონაწილეობის გაზრდის მიზნით.


Total signers: 30

გვერდი 2 2 დან

  2  

 

როზა კუხალაშვილი

აფხაზეთის ა/რ ქალთა საბჭო

საქართველო, თბილისი

2014-06-04

მარინა ხარხელაური

საქართველოს ქალთა საბჭო

საქართველო, თბილისი

2014-06-04

Nino Modebadze

Women's Information Center

საქართველო, Tbilisi

2014-06-04

ანა გამგონეიშვილი

ქალთა საინფორმაციო ცენტრი

საქართველო, თბილისი

2014-06-04

natia tushishvili

qalta politikuri chartulobisatvis.

საქართველო, gori

2014-06-04

 

  2  

Webmaster

 

ანონსები

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

საკონსულტაციო შეხვედრა მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცე

პრობლემების იდენტიფიცირება სიღნაღის მუნიციპალიტეტში

გენდერული თანასწორობა თბილისის მუნიციპალიტეტში

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ინდოეთში დედა ტერეზას საქველმოქმედო დაწესებულებას ბავშვებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით 2 პირი დააკავა

თურქეთში ტრეფიკინგის მსხვერპლი საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker