ქალი კანდიდატების პროცენტულ მაჩვენებელს პარტიული სიების პირველ 10-ეულში, 20-ეულსა და 50-ში
როდემდე უნდა იყოს ქალის ფიზიოლოგია მისი პატიოსნების საზომი? სანამ ეს ასე იქნება, მანამდე ქალებს მოკლავენ, მოკლავენ იმიტომ რომ ის ქალია. |
თუ ისე მოხდა, რომ რომელიმე „კაცისთვის განკუთვნილ სფეროში“ ქალი აღმოჩნდა მენეჯერულ/ლიდერულ პოზიციაზე, ხშირად განიხილება არა მისი საქმიანობა ან უნარი უხელმძღვანელოს საქმესა და გუნდს, არამედ მისი გარეგნობა, ჩაცმულობა, ქცევა და სხვ. |
საუბარია იმ ქალებზე, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმისგან ძალადობის მსხვერპლები არიან და ცხინვალის ან სოხუმის ე.წ. საპატიმროში ხვდებიან |
რამდენად არიან ქალი პოლიტიკოსები წარმოჩენილი ქედის მუნიციპალიტეტის დონეზე; როგორია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშემშლელი ფაქტორები და კარგი პრაქტიკები; ადგილზე ნეგატიური გენდერული სტერეოტიპები; ასევე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევები? |
პრობლემის დაძლევა შესაძლებელია განათლებით, სწორი ღირებულებების პროპაგანდითა და ძალადობის ანტიპროპაგანდით, რადგან, სხვა შემთხვევაში, შავი თავსაბურავი, რომელსაც თან მხოლოდ სიშავე მოაქვს, უფრო და უფრო გადაეფარება ცნობიერებას და ადამიანებს მის ქვეშ ცხოვრება მოუწევთ |
მაშინ, ცოტა უფრო ძველ დროში, ალბათ არ იცოდნენ, რომ ამბავს ყოველთვის ორი პერსპექტივა აქვს და შენი სოფლისა და თემის ვიწრო შეხედულებებს მიღმა, ძალიან დიდი, შესაძლებლობებით სავსე სამყაროა. სამყარო, რომელიც გამბედავ ნაბიჯებს ელის. |
და მაინც საიდან იწყება ძალადობა? ვინ ხდებიან მოძალადეები? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია. ძალადობა შობს ძალადობას. ის არის როგორც გრძელი ჯაჭვი, რომელიც სადღაც ვიღაცამ თუ არ გაწყვიტა, განუწყვეტლივ გაგრძელდება. |
შეუძლებელია კაზრეთში გენდერული სამართლიანობის პრობლემა ეკოლოგიურ ჭრილშიც არ განვიხილოთ. ჩვენი რესპონდენტიც გვიდასტურებს, რომ ჰაერის დაბინძურების მხრივ სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა. კვლევებით დადგენილია, რომ სამთო-მომპოვებელი (ღია წესი) საბადოების გამო, დაბა და მთელი შემოგარენი სიმსივნის გავრცელების მხრივ ქვეყანაში ერთ-ერთი ლიდერია. |
ასეთი შემთხვევები ბევრჯერ გვქონია, რომ ვუცემივარ, გვიჩხუბია და მერე ისევ შევრიგებულვართ. აქამდე იმიტომ არ განვაცხადე, რომ შვილი მყავდა და რა თქმა უნდა იმასაც ვფიქრობდი, ხალხი რას იტყვის, კიდევ რა იქნება... |
ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან", რომელიც ეძღვნება ქალთა უფლებების თვეს
ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების კონკურსს "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან", რომელიც ეძღვნება 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ