Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მულტიმედია

ვიდეო მასალები

 

გვერდი 2 5 დან

  2  

 

ქალთა უფლებები საქართველოში: არსებული მდგომარეობა და CEDAW კომიტეტის რეკომენდაციები

2014-08-06

2014 წლის 7-8 ივლისს ჟენევაში, СEDAW კომიტეტის წინაშე საქართველოს მხრიდან იყო წარმოდგენილი 2 ანგარიში: არასამთავრობო ორგანიზაციების ჩრდილოვანი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური ანგარიშები.

აღნიშნული ანგარიშების საფუძველზე CEDAW კომიტეტმა საქართველოს მთავრობას წარუდგინა რეკომენდაციების პაკეტი.

 

ამ რეკომენდაციების განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობამ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტს ინფორმაცია  ორი წლის ვადაში უნდა წარუდგინოს.

 

როგორი იყო პროცესი, რა მოლოდინები აქვს სამოქალაქო სექტორს და როგორ აისახება მიღებული რეკომენტაციები ქალთა უფლებების დაცვის სფეროს გაუმჯობესების მიმართლებით?..


ფილმი  მომზადებულია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მიერ

სრულად

ვის ეშინის ფემინიზმის საქართველოში?

2014-07-17

ეშინიათ თუ არა ფემინიზმის საქართველოში? როგორია ფემინიზმის თეორია და პრაქტიკა? განსხვავდება თუ არა ფემინიზმი ქალაქში და სოფლად? ამ კითხვების ძიება დოკუმენტური ფილმის ფარგლებში ეცადეს. ფილმი გადაღებულია 2013 წელს, როდესაც ფემინისტური ლექციების ციკლი ქუთაისსა და ოზურგეთში ტარდებოდა.

 

რეჟისორი: ია ბარათელი.

Heinrich Boell Foundation South Caucasus

სრულად

სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობის ფილანთროპია

2014-06-11

დემოკრატიის განვითარების, ეკონომიკური აღმავლობის, სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების პასუხისმგებლობის ამაღლება და გაძლიერება თითოეული მოქალაქისა და ეროვნული ბიზნესის მონაწილეობით მის მუშაობაში. მიგვაჩნია, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა ხელს შეუწყობს ამ პროცესის დაჩქარებას.

სრულად

საქართველოში ქალთა უფლებების დასაცავად

2014-03-27

საქართველოში ქალთა უფლებების დასაცავად - To Be Continued.....

სრულად

ქალები საქართველოდან

2013-12-18

დოკუმენტური ფილმი ქალების შესახებ, რომლებიც არალეგალურად მუშაობენ ამერიკაში და გამომუშავებულ ფულს საქართველოში ოჯახებს უგზავნიან.
ფილმი აღწერილია მათი ყოველდღიური ყოფა, ყოველ მათგანს განსხვავებული ისტორია გააჩნია,მათ შორის არის საკმაოდ სევდიანი მოსასმენიც.
ეს ქალები არიან დედები, ცოლები, დები, შვილები და ამასთანავე ისინი არიან "ცივილიზებული მონები", რომლებიც გააზრებულად სწირავენ თავიანთ ცხოვრებას საკუთარ ოჯახებს.

სრულად

გიტა

2013-10-17

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადებული ახალი ვიდეო რგოლი #ENDviolence Against Children კამპანიის ფარგლებში.

სრულად

გაუფრთხილდი წყალს!

2013-07-11

„გაუფრთხილდი წყალს!" - მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური ფილმი, რომელიც მომზადდა აზიის განვითრების ბანკისა და ქალთა საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტის _ "წყლის მოხმარების, სანიტარიისა და ჰიგიენის შესახებ საინფორმაციო საგანმანათლებლო კამპანია მარნეულსა და მესტიაში" ფარგლებში. ფილმში ასახულია მარნეულში არსებული წყლის პრობლემა და ქალების ყოფა.

სრულად

ამ ჭიქით მანდილოსნებს გაუმარჯოს...

2013-07-10

მოკლემეტრაჟიანი ფილმი სახელწოდებით "ამ ჭიქით მანდილოსნებს გაუმარჯოს..." ეძღვნება  ქალთა უფლებების  დაცვას და დასცინის  საქართველოში ფესვგადგმულ სტერეოტიპებს.

ფილმის რეჟისორი: ქეთევან ნოზაძე

 

სრულად

უთქმელი ისტორიები

2013-03-20

უთქმელი ისტორიები არის დოკუმენტური ფილმი, რომელიც მოგვითხრობს პირველი ქართველი ფემინისტების ისტორიებს. ფილმში თანამედროვე ფემინისტები საუბრობენ სამ საზოგადო მოღვაწეზე, რომლებიც გამოირჩევიან საკუთარი მსოფლმხედველობითა და ქალთა უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებული აქტივიზმით, ესენი არიან: ბარბარე ჯორჯაძე, ეკატერინე გაბაშვილი და კატო მიქელაძე.

ფილმის რეჟისორია სალომე საღარაძე. სცენარის ავტორი: თამთა მელაშვილი. ფილმი შეიქმნა ქალთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

სრულად

გავერთიანდეთ ქალის საკუთრების უფლებების დასაცავად

2013-02-11

გავერთიანდეთ ქალის საკუთრების უფლებების დასაცავად!

ამა წლის 29 იანვარს, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციამ “თანხმობა” წამოიწყო ადვოკატირების კამპანია საქართველოში ქალთა საკუთრების უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით.

“თანხმობა”-მ წარმოადგინა მის მიერ სპეციალურად კამპანიისთვის წარმოებული კვლევის შედეგები, ასევე გამოვლენილ საჭიროებებზე დაყრდნობით მომზადებული საინფორმაციო ბროშურები და 10 წუთიანი ფილმი, სადაც ქალთა პრობლემებია წამოწეული. “ფილმის მომზადებისას ინტერვიუები ჩავწერეთ იურისტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებთან და იმ ადამიანებთან, რომლებსაც ეს პრობლემა შეეხოთ. ამ გზით საკითხი მრავალი კუთხით გავაშუქეთ”, - აღნიშნავს ლელა აქიაშვილი, “თანხმობის” პროექტის ოფიცერი. “ამ ინიციატივაში ჩასართავად ვიწვევთ სხვა ორგანიზაციებს, აქტივისტებს და ნებისმიერ ადამიანს, ვინც აცნობიერებს საკითხის საზოგადოებრივ მნიშვნელობას, შეურთდეს კამპანიას და გზავნილი ფართო მასებს მიაწოდოს.”

“კანონით ქალები და კაცები თანაბარი საკუთრების უფლებებით სარგებლობენ, თუმცა პრაქტიკაში სხვა სიტუაცია გვხვდება. ქალებს არ აქვთ ნათლად გაცნობიერებული საკუთრების უფლებები, რასაც შეიძლება სერიოზული ნეგატიური შედეგი მოჰყვეს. მაგალითად, ქალებს, რომლებზეც საკუთრება არაა დარეგისტრირებული, შეიძლება პრობლემები შეექმნათ ნებისმიერი სახის იურიდიული პირის დაარსებისას, როგორიცაა, ბიზნესის დაწყება ან ორგანიზაციის შექმნა. ამავე მიზეზით მათ შეიძლება გაუჭირდეთ კრედიტის აღება. საკუთრების არარსებობის გამო ბევრ ქალს ოჯახში უწევს არასათანადო მოპყრობის ატანა და ნაკლებად მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. კანონით გათვალისწინებული საკუთრების უფლებით სარგებლობა კი მათ მრავალი კუთხით აძლიერებს,” - აღნიშნავს “თანხმობის” ხელმძღვანელი იულია ხარაშვილი.
კამპანია ხორციელდება რეგიონალური პროექტის ფარგლებში, რომელსაც კოორდინირებას ქეა საერთაშორისო კავკასიაში უწევს და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ “ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის” თანადაფინანსებით. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს კონფლიქტით დაზარალებული ქალების აქტიურ მონაწილეობას თემების ცხოვრებასა და ასევე, პოლიტიკისა და სოციალურ საკითხების შესახებ დიალოგში.

სრულად

  2  

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

12 მინისტრი ქალი და 7 კაცი - ფინეთს ახალი მთავრობა ჰყავს

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი ეყოლება

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker