ქალთა პორტრეტი
მარიამ ჩაკვეტაძე
2020-03-27 18:01:51

ოთხმა გოგონამ, ოთხმა იურისტმა და ოთხივე - მარიამმა: მარიამ თითბერიძემ, მარიამ ცერცვაძემ, მარიამ ჯორბენაძემ და მარიამ ჩაკვეტაძემ მოხუცების დასახმარებლად ბრძოლა დაიწყეს და სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ შექმნეს საინიციატივო ჯგუფი – „დავეხმაროთ მოხუცებს“. იმისთვის, რომ შექმნილი რთული ვითარება მოხუცებისთვის გამარტივდეს, ჯგუფის წევრებმა მათი დახმარება გადაწყვიტეს. მალევე ფეისბუქ-ჯგუფს 15 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა. მეგობრების, თანამოაზრეების ჩართულობით, უმოკლეს დროში - 24 საათში  მათ შეძლეს 55 ათას 500 ლარის შეგროვება და თბილისში მცხოვრები 600-მდე ხანდაზმული ადამიანის პროდუქტით, მედიკამენტებით, ჰიგიენის საშუალებებით უზრუნველყოფა. 

ხანდაზმული ადამიანები Covid-19-ის რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ - ახალი კორონავირუსი ყველაზე დიდ საფრთხეს სწორედ მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს უქმნის.

თვითიზოლაციის გადაწყვეტილება ბევრ მოხუცს საკვების პრობლემას უქმნის - დაიხურა "კათარზისი", რომელიც სოციალურად დაუცველ ხანდაზმულ ადამიანებს საკვებით უზრუნველყოფდა.
ინიციატივას „დავეხმაროთ მოხუცებს“ მრავალი კომპანია შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ კამპანიაში თბილისის მერიაც ჩაერთო.  

ბოლო ამბები
ჭიათურის საჭადრაკო დარბაზს ნანა იოსელიანის სახელი მიენიჭა

ჭიათურის საჭადრაკო დარბაზს გამოჩენილი ქართველი მოჭადრაკე ქალის, ნანა იოსელიანის სახელი მიენიჭა

სრულად 
უფლებადამცველი ქალი მარნეულიდან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს

სამირა ბაირამოვა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს დედაქალაქის ქუჩებისთვის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების სახელების მინიჭების თხოვნით მიმართავს

სრულად 
 ღონისძიებები
 ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი ანალიტიკური სტატიების კონკურსს აცხადებს
სრულად 
 ანაზღაურებადი სტაჟირება ქალთა საინფორმაციო ცენტრში
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურს ბლოგების/ვლოგების/ფოტო რეპორტაჟების შექმნისთვის
სრულად 
ყველა სიახლე 
 კამპანია „დავეხმაროთ მოხუცებს!“
  1