ორი განსაკუთრებული ადამიანი, ნათია საგინაშვილი და გიორგი ჯავახიშვილი, თელავიდან. მათ თავიანთი ცოდნით და უნარებით წვლილი შეაქვთ მომავალი თაობების განათლებაში.
ნათია არის ინფორმაციული ტექნოლოგიების მასწავლებელი. ის ყოველთვის იყო დაინტერესებული ამ სფეროთი და კოლეჯში „პრესტიჟი“ მიღებულმა განათლებამ არა მხოლოდ გააღრმავა მისი ცოდნა, არამედ კარიერულ ზრდასაც შეუწყო ხელი.
გიორგი ჯავახიშვილი არის მხატვრული ქსოვის სპეციალისტი. მისი მთავარი მიზანია ბავშვებს ასწავლოს თექის ხელოვნება და ამით შეინარჩუნოს უძველესი ტრადიციები.
ნათიას და გიორგის ისტორია გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ცოდნის გაღრმავება და მიზანდასახულობა გახდეს წარმატების საფუძველი.
ვიდეო რგოლი მომზადებულია Modern Skills for Better Jobs-ის მიერ.
პროექტი ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით #ADB