გაიცანით დიანა დათიშვილი, ელექტრიკოსი თელავიდან. ის ამჟამად მუშაობს ,,ენერგო-პრო ჯორჯია"-ში.
დიანას მიზანი იყო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება, პროფესიონალ ელექტრიკოსად ჩამოყალიბება და სტერეოტიპის დარღვევა, რომ ქალი ვერ იქნება ელექტრიკოსი! როგორც თავად ამბობს, კოლეჯმა „პრესტიჟი“ მეტი თავდაჯერებულობა შემატა.
ინტერვიუში დიანა საუბრობს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პრაქტიკული გამოცდილება, როგორც ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პოტენციური დამსაქმებლისთვის.
ვიდეორგოლი მომზადებულია Modern Skills for Better Jobs-ის მიერ.
პროექტი ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით #ADB