კვლევები
გენდერული დისკრიმინაციის ზოგიერთი ეკონომიკური ასპექტი საქართველოს შრომის ბაზარზე: მითები და რეალობა
2011-10-31 00:00:00

გენდერული დისკრიმინაციის ზოგიერთი ეკონომიკური ასპექტი საქართველოს შრომის ბაზარზე: მითები და რეალობა

ქალთა და მამაკაცთა შორის ურთიერთობებს უამრავი ასპექტი გააჩნია და შესაბამისად, მრავალფეროვანი კვლევების ობიექტს წარმოადგენს ეს ამოუწურავი სფერო. ბოლო დეკადებში ამ ურთიერთობების აღმნიშვნელი ტერმინი `გენდერი~ გახდა. ეს ტერმინი მოიცავს და გულისხმობს ისეთ სხვადასხვა ასპექტებს, როგორიცაა პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, ანთროპოლოგიური, ლინგვისტური და სხვ. მოცემულ კვლევაში ჩვენ განვიხილავთ გენდერული ურთიერთობების ეკონომიკურ ასპექტებს, კერძოდ, საქართველოს შრომითი ბაზრის გენდერულ განზომილებას.

მოცემული კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს შრომით ბაზარზე გენდერული დისკრიმინაციის დონისა და ფორმების შესწავლა. კვლევაში განხილულია დასაქმებისა და სამუშაო ადგილებზე არსებული პრობლემები გენდერული თვალსაზრისის ჭრილში და იდენტიფიცირებულია დიკრიმინაციის ტიპები. მეორე მხრივ, გამოვლენილია არსებული გენდერული შეხედულებებით გამოწვეული პრობლემები. კვლევაში შედარებული შრომით ბაზარზე გენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე არსებული პრობლემების აღქმა- ანუ საზოგადოების წარმოდენები - მითები -იმ რეალურ ვითარებასთან, რომელიც გამოვლინდა ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებისა და კვლევის ფარგლებში განხორციელებული გამოკითხვის შედეგების გაანალიზებისას.

საქართველოში მიღებული რამდენიმე კანონისა და შესაბამისი ინსტიტუციური მექანიზმის არსებობის მიუხედავად, პოლიტიკური ნებისა და საზოგადოების მიერ გენდერის როლის სათანადოდ შეფასების არ არსებობის გამო, ჯერ კიდევ არსებობს უამრავი გენდერული ხასიათის პრობლემა, რომელთა გადალახვა აუცილებელია საზოგადოების ჰარმონიული განვითარების მიღწევისათვის.

შრომით ბაზარზე არსებული ვითარება და საზოგადოების მიერ ქალთა განკარგულებაში არსებული ჰუმანური კაპიტალის შეუფასებლობა ნოყიერ ნიადაგს ქმნის შრომით ბაზარზე ქალთა დისკრიმინაციისათვის.

საქართველოში საზოგადოებრივი გაბატონებული აზრის მიხედვით, არ არსებობს გენდერული დისკრიმინაცია, მათ შორის არც შრომით ბაზარზე, მაგრამ კვლევის შედეგად შრომით ბაზარზე ქალთა მონაწილეობის სხვადასხვა ასპექტების დაწვრილებითი ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ქალთა შრომითი რესურსები ნაკლებად კონკურენტუნარიანია, რაც ქალთა დიკრიმინაციის საფუძველი ხდება. 

ბოლო ამბები
ქართველი რეჟისორი, სალომე ჯაში, ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს გამარჯვებულია

ბერლინის ხელოვნების აკადემია ყოველწლიურად გასცემს პრიზებს და სტიპენდიებს განსაკუთრებული შემოქმედებითი მიღწევებისთვის და ხელოვანების მხარდაჭერისა და განვითარებისათვის

სრულად 
როდემდე?!

მარტი ქალთა უფლებების თვეა. თვე, რომლის მიზანიც ისტორიულ წარსულსა თუ თანამედროვე საზოგადოებაში ქალთა წვლილის, მიღწევების და მნიშვნელობის წარმოჩენაა. თუმცა, მიღწევების აღნიშნვამდე გზა ჯერ კიდევ შორია

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს პოსტერების კონკურსს "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან"
სრულად 
 „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ თბილისის ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარე სასტუმროებისთვის აცხადებს ტენდერს
სრულად 
ყველა სიახლე 
 ყველა დოკუმენტი
  1 2 3 4 5 6 7