Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მულტიმედია

გავერთიანდეთ ქალის საკუთრების უფლებების დასაცავად

2013-02-11


გავერთიანდეთ ქალის საკუთრების უფლებების დასაცავად!

ამა წლის 29 იანვარს, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციამ “თანხმობა” წამოიწყო ადვოკატირების კამპანია საქართველოში ქალთა საკუთრების უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით.

“თანხმობა”-მ წარმოადგინა მის მიერ სპეციალურად კამპანიისთვის წარმოებული კვლევის შედეგები, ასევე გამოვლენილ საჭიროებებზე დაყრდნობით მომზადებული საინფორმაციო ბროშურები და 10 წუთიანი ფილმი, სადაც ქალთა პრობლემებია წამოწეული. “ფილმის მომზადებისას ინტერვიუები ჩავწერეთ იურისტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებთან და იმ ადამიანებთან, რომლებსაც ეს პრობლემა შეეხოთ. ამ გზით საკითხი მრავალი კუთხით გავაშუქეთ”, - აღნიშნავს ლელა აქიაშვილი, “თანხმობის” პროექტის ოფიცერი. “ამ ინიციატივაში ჩასართავად ვიწვევთ სხვა ორგანიზაციებს, აქტივისტებს და ნებისმიერ ადამიანს, ვინც აცნობიერებს საკითხის საზოგადოებრივ მნიშვნელობას, შეურთდეს კამპანიას და გზავნილი ფართო მასებს მიაწოდოს.”

“კანონით ქალები და კაცები თანაბარი საკუთრების უფლებებით სარგებლობენ, თუმცა პრაქტიკაში სხვა სიტუაცია გვხვდება. ქალებს არ აქვთ ნათლად გაცნობიერებული საკუთრების უფლებები, რასაც შეიძლება სერიოზული ნეგატიური შედეგი მოჰყვეს. მაგალითად, ქალებს, რომლებზეც საკუთრება არაა დარეგისტრირებული, შეიძლება პრობლემები შეექმნათ ნებისმიერი სახის იურიდიული პირის დაარსებისას, როგორიცაა, ბიზნესის დაწყება ან ორგანიზაციის შექმნა. ამავე მიზეზით მათ შეიძლება გაუჭირდეთ კრედიტის აღება. საკუთრების არარსებობის გამო ბევრ ქალს ოჯახში უწევს არასათანადო მოპყრობის ატანა და ნაკლებად მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. კანონით გათვალისწინებული საკუთრების უფლებით სარგებლობა კი მათ მრავალი კუთხით აძლიერებს,” - აღნიშნავს “თანხმობის” ხელმძღვანელი იულია ხარაშვილი.
კამპანია ხორციელდება რეგიონალური პროექტის ფარგლებში, რომელსაც კოორდინირებას ქეა საერთაშორისო კავკასიაში უწევს და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ “ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის” თანადაფინანსებით. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს კონფლიქტით დაზარალებული ქალების აქტიურ მონაწილეობას თემების ცხოვრებასა და ასევე, პოლიტიკისა და სოციალურ საკითხების შესახებ დიალოგში.


წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker