Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Женщины могут, женщины действуют, женщины меняют!

Ge

En

Ru

სწავლისა და სიახლის სურვილით...

Категория: Эксклюзив 
2010-01-08

საქართველოში თავი არასოდეს ცუდად არ მიგრძვნია. სწავლისა და სიახლის შემეცნების სურვილის გამო წამოვედი სამშობლოდან. ათი წელია უცხოეთში ვარ, აქედან ცხრა თვე – ინგლისში, ორი წელი კი  ჰოლანდიაში ვცხოვრობდი, მაგრამ ჩემი მთავარი საცხოვრებელი ადგილი ვენაა.

პირველად ვენაში ერთი აწ გარდაცვლილ ავსტრიელი ქალბატონის ანი იანის ხელშეწყობით აღმოვჩნდი. მან მირჩია ვენაში წამოვსულიყავი. ვენაში აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთს ხვდება და შენ, როგორც ქართველი თავს კარგად იგრძნობო. მართლაც, ვენა ჩემს ხასიათს შეესაბამება. ქალბატონი ანი დამეხმარა ვენის სამხატვრო აკადემიაში თავისუფალ მსმენელად მოვწყობილიყავი, იქ რვა თვე დავყავი. შემდეგ კი თბილისში დავბრუნდი და იაკობ გოგებაშვილის  სახელობის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებელის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე განვაგრძე სწავლა, რომელიც 1999 წელს დავამთავრე.

2008 წლის აგვისტოს ომამდე ხშირად მიწევდა საქართველოში ჩამოსვლა, კომერციული ხასიათის სატელევიზიო კლიპებს ვიღებდი. სამუშაო მქონდა. ჩემთვის იდეალური იქნებოდა, რომ ავსტრიასა და საქართველოში, ანუ ორივე ქვეყანაში ვცხოვრობდე. მაგრამ ბაზა, მირჩევნია, ავსტრიაში მქონდეს. არ მინდა ევროპაში თავისუფლად მოძრაობის შესაძლებლობა დავკარგო.

ვენაში მე და ჩემმა ყოფილმა პედაგოგმა ბერნდ კლინგერმა დავაარსეთ ბიურო, რომელსაც ჰქვია “შუK/შKHIღთLADძE უნდ  KLINGEღ”“ (სხირტლაძე და კლინგერი) ორივენი ხელოვნებიდან მოვდივართ, მედიაში ვმუშაობთ. ჩვენი სურვილია კომერციული და არაკომერციული გამოსახვის ფორმები და შინაარსები ერთმანეთს შევახვედროთ. ფაქტობრივად, გამოდის, რომ იდეებს ვყიდით.

ქალთა საკითხი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თოთხმეტი წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა. ოჯახში მხოლოდ ქალები დავრჩით: სამი და, დედაჩემი და მამიდაჩემი. ყოველდღიურ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თავად ვიღებდით. მიმაჩნია, რომ საქართველოში ქალები ძალიან ბევრს შრომობენ, ხოლო მამაკაცებს პასუხისმგებლობის გრძნობა აკლიათ. როდესაც მამაკაცების პასუხისმგებლობის გრძნობის ნაკლებობაზე ვსაუბრობ, ალბათ უნდა დავაკონკრეტო: საქართველოს ისტორიის ბოლო ოცი წელი მამაკაცების მიერ გატარებულ იმ ტრაგიკულ რეალობად მიმაჩნია, რომელსაც გამართლებას ვერ ვუძებნი. ამაში, რა თქმა უნდა, ქალებსაც მიუძღვით წვლილი. კაცები ხომ ქალების გაზრდილები არიან. ყოველდღიურობაში ქალების დიდი როლის მიუხედავად, საქმე საქმეზე რომ მიდგება, არც ოჯახში და არც სხვა სფეროებში ქალები წინა პლანზე მაინც არ ჩანან. ასეთი ქცევა ალბათ განაპირობა პატრიარქალურმა ტრადიციებმა, რომლებსაც ქალები მოერგენ. ქალის როლზე დღეს ნაკლებად საუბრობენ. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ ქალებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს. იმედი მაქვს, რომ ეს აუცილებლად შეიცვლება.
 
ჩემთვის მიუღებელია ის პოზიცია, რომლის მიხედვითაც, ქალის როლი მხოლიდ სამზარეულოში დგომა და შვილების გაზრდაა. ევროპაში ხშირად კანონმდებლობა არეგულირებს,  რომ მამებმა იზრუნონ შვილებზე, როდესაც ქალები მუშაობენ. ამისათვის ოჯახები ფინანსურ დახმარებასაც კი იღებენ. ამ შემთხვევაში მოვალეობები “არატრადიციულად” იყოფა. ევროპასთან შედარებით, ასეთი სახით როლების გადანაწილება საქართველოში ნაკლებია, რაც უდავოდ სოციალურ გარემოებებზეა დამოკიდებული. ასეთი საკითხები ნაკლებად დგება დღის წესრიგში საქართველოში. ვიცი, რომ საქართველოში არის ქალთა პარტია, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი “ხმა” არ გამიგია.

ქალთან მიმართებაში ავსტრიაშიც იგივე სტერეოტიპებია, რაც საქართველოში. არადა, სოციალურ გარემოს თუ გავითვალისწინებთ, ასე არ უნდა იყოს. ავსტრიაში პოლიტიკაში, გადაწყვეტილების მიღებაში ქალები ნაკლებად არიან ჩართულნი. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მწვანეთა პარტიის ლიდერი და ექვსი მინისტრი ქალია.

ქალებთან დაკავშირებით სტერეოტიპის არსებობის ერთ-ერთი მაგალითია ისიც, რომ, მაგალითად, ავსტრიაში ქალებს ნაკლებს უხდიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი იმავე საქმეს ისევე ართმევენ თავს და იმავე დროს ანდომებენ, რასაც მამაკაცები. ბოლო წლების განმავლობაში ქალთა სამინისტროს ინიციატივითAსქესთა გათანაბრების პოლიტიკა მიმდინარეობს, ხელოვნების სამინისტროშიც  სპეციალური პროგრამები ხორციელდება, რომლებიც ქალების კულტურის სფეროში დასაქმებას ითვალისწინებს.

სხვათა შორის, ავსტრიულ ფულზე ერთადერთი ქალია გამოსახული, 2-ევროიან მონეტაზე აღბეჭდილია ბერტა ფონ ზუტნერი _ პაციფისტი, მწერალი და ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში. ეს ქალბატონი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს რვა წლის განმავლობაში სამეგრელოში დადიანებთან ცხოვრობდა.

ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანი ხშირად ხვდება სიტუაციაში, სადაც მისი “გაქაჩვა” ხელოვნებაში წარმატებული და გავლენიანი ადამიანების ხელშეწყობით ხდება. ეს უდავოდ ნორმალურია, თუმცა, პრაქტიკიდან გამომდინარე, ხშირად ხელოვან ქალს ასეთ დროს ხელშეწყობის საფასურად მამაკაცები ინტიმურ ურთიერთობებს სთავაზობენ. ასეთი პრაქტიკა მამაკაცისა და ქალის იმ სტერეოტიპულ როლთა გადანაწილების მაგალითია, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში არსებობდა.

გამოკვლეულია, რომ ასი ხელოვანიდან მხოლოდ სამია ქალი. ხელოვანის პროფესია ძალზე რთულია, მითუმეტეს – ქალისათვის. ეს ალბათ იმით არის გამოწვეული, რომ შვილები და ოჯახი დიდ ენერგიას მოითხოვს ქალისაგან. ამიტომ ქალი პროფესიას ფიზიკურად ვეღარ მისდევს. ამიტომ ძალიან ცოტა ქალი თუ “რჩება” ხელოვნებაში.

მე ბევრს ვმუშაობ, ეს ჩემი პირადი ცხოვრების ხარჯზე ხდება. აქ, ავსტრიაში მხოლოდ ხელოვნების სფეროში მაქვს ფულის გამომუშავების უფლება და ესეც მხოლოდ ჰონორარის ბაზისზე. ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარი თავის დამსაქმებელი თავდვე ვარ.

საქართველოდან შორს ვარ. ვმუშაობ იქ, სადაც ვცხოვრობ და ჩემი ნამუშევრებიც ამ გარემოს ნაყოფია. ჩემი ასპარეზი ახლა აქ არის, ვენაში. საქართველოში მხოლოდ ჩემი და ჩემი მასწავლებლების თაობის მხატვრები მიცნობენ. მეტწილად ეს ნაცნობობა ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან მოდის, როდესაც საქართველოში ვცხოვრობდი  და ვსწავლობდი. ამ ადამიანებთან ურთიერთობას დღემდე ვინარჩუნებ.

მიმაჩნია, რომ საქართველოში დიდი შემოქმედებითი ენერგიაა და ვისურვებდი, ეს ენერგია ცხოვრების ყველა სფეროსა და ყოველდღიურობაშიც ცნობიერად იქნას გამოყენებული. როგორც ქალს მინდა, რომ ჩემი შესაძლებლობებისა და ოცნებების ახდენის რწმენა არ გამქრობოდეს.

Предыдущая страница 

Webmaster

 

Анонсы

Фонд Молодых Феминисток объявил запуск 4-го конкурса грантов

Насилие в отношении женщин это преступление - остановим!

Омбудсмен Грузии объявил конкурс "Журналисты за права женщин"

 

Видеоархив

Отношение молодежи к вопросам гендерного равенства

 

Гендерная политика

Президентом Греции впервые избрана женщина

В Британии в парламент прошло рекордное количество женщин

Кабмин Финляндии возглавит самая молодая премьер-министр в мире

 

Фотоархив

Официальный визит шведских политиков

 

Треффикинг

В рабство через интернет. Как продают и покупают домработниц в Кувейте

Принудительный труд - самая распространенная форма рабства в Европе

Торговля людьми процветает во всех без исключения странах и регионах

 

Горячая линия

Тел.: 116 006

Горячая линия для жертв домашнего насилия

Тел.: 2 100 229

Горячая линия для жертв торговли людьми

Тел.: 2 26 16 27

Горячая линия Национальной сети против насилия (НПО)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker