Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

არაჩვეულებრივი წვიმა

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2009-12-30

2008 წლის აგვისტოს  მოვლენების შედეგად,  ათი ათასობით ადამიანი იძულებული გახდა გაქცეულიყო თავისი ქალაქიდან თუ სოფლიდან და  დასახლებულიყო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.  ქვეყნის მთავრობამ იძულებით გადაადგილებული პირები უზრუნველყო საცხოვრებელი ადგილებით, მაგრამ გავიდა ერთ წელიწადზე მეტი და კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ ვუზრუნველყოთ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახები სამუშაო ადგილებით, კვლავ უპასუხოდ რჩება.

იძულებით გადაადგილებულთათვის არსებობის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს ჰუმანიტარული დახმარება და დროებითი სამუშაო, იგპ–ების 99 პროცენტს კი ჯერაც არ უპოვნია სამუშაო თავისი სპეციალობით.

წელს საქართველოს  ქალთა დასაქმების ხელშემწყობმა ასოციაცია  „ამაგდარმა“ განახორციელა პროექტი, რომლის ძირითადი მიზანი იყო გენდერული და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ, ლტოლვილ და დევნილ ქალთა დასაქმების ხელშეწყობა. პროექტი განხორციელდა UNHCR-ის ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც პარტნიორობა გაუწია საქართველოს ძალადობასთან ბრძოლის ეროვნულმა ქსელმა და ქალთა საკონსულტაციო ცენტრმა „სახლი“.

პროექტის ფარგლებში სასწავლო კურსები და ტრენინგები გაიარა 136 ქალმა, რომლებმაც შეისწავლეს კომპიუტერული კურსები, ინგლისური ენა, ხოლო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ეკონომისტები“–ს მხარდაჭერით მათ ჩაუტარდათ სემინარი ბიზნეს–გეგმის წერასთან დაკავშირებით. მომზადდა სერიოზული ბიზნეს პროექტები, რომელთა რეალიზაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დევნილთა სოციალურ–ეკონომიკურ მდგომარეობასა და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

შედეგად დასაქმდა 30 ბენეფიციალი ქალი სწრაფი კვების ობიექტებზე, სარეკლამო ბიზნესში, სავაჭრო სექტორში. ზოგიერთი ქალი კი პარიკმახერთა და კოსმეტოლოგთა ფედერაციის დახმარებით, გადაამზადეს ამ კუთხით. ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით კი კურსდამთავრებულები აუცილებლად უნდა დასაქმებულიყვნენ.
 
აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნა საიფორმაციო ბანკი, რომელიც შეიცავს მრავალფეროვან ინფორმაციას ბენეფიციართა განათლების, შრომითი გამოცდილების, უნარების და სოციალური მდგომარეობის შესახებ.

როგორც განაცხადა ასოციაცია „ამაგდარის“ პრეზიდენტმა ქალბატონმა ნინო შიოშვილმა, დღეისათვის არსებობს რეალური შანსი იმისა, რომ კიდევ რამოდენიმე ქალი შეიძლება დასაქმდეს საბანკო, საგადასახადო და PR მენეჯმენტის სფეროებში.მან ასევე აღნიშნა, რომ პროექტში მონაწილეობას იღებდა რამოდენიმე ჩეჩენი ლტოლვილი ქალი. მათ გაირეს ქართული ენის კურსები, რამაც შიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს მათი მომავალი დასაქმებისათვის.

„ჩვენ ვიცოდით, რა გვინდოდა და რა პრობლემები არსებობს დღეს საქართველოს შრომის ბაზარზე. პროექტმა გამოავლინა ქალების კვალიფიკაცია და კონკრეტული მოთხოვნილებები, რომელსაც დამსაქმებლები მათ უყენებენ. ვფიქრობ, რომ ყველაფერი ეს ჩვენ აუცილებლად დაგვეხმარება მომავალ მუშაობაში“ – განაცხადა ქალ–მა ნინო შიოშვილმა.

პროექტის მიმდინარეობისას გამოვლინდა მრავალი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ქალი. ყველანი ისინი დევნილები არიან. მრავალი განსაცდელისა და გაჭირვების მიუხედავად, მათ შეინარჩუნეს სილამაზისა და მშვენიერების განცდა, რაც გამოისახება მათ ნამუშევრებში, რომელიც გამოიფინა სასტუმრო „თბილისი პალასში“.

გასაკვირი არ იქნება, თუ მომავალში, ზოგიერთი მათგანის გვარი ჩვენი კულტურის დიდი სახელების გვერდით დადგება.

საზოგადოების წინაშე ამ ქალთა წარდგენა მიზნად ისახავს შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანთა მხარდაჭერას, რომელიც მინიმალური ხარჯებს მოითხოვს, მაგრამ ძალზედ არსებითია მათი თვითრეალიზებისა და თვითდამკვიდრებისათვის.

პროექტის ერთ–ერთი საინტერესო მომენტი იყო ლექსების კრებულის „არაჩვეულებრივი წვიმის“ პუბლიკაცია, რომლის ავტორია ქალ–ნი ირმა მარგველაშვილი.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში მსგავსი პროექტების განხორციელება გაგრძელდება და კიდევ მრავალი ქალბატონი იპოვის გზას ამ სირთულეებით სავსე ცხოვრებაში. 

 

წყარო : პორტალი GINSC

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker