Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ბლოგ-კატალოგში დარეგისტრირებული ბლოგერების 56 პროცენტი ქალია

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2009-11-11

12-13 ოქტომბერს "მთაწმინდის პარკში" ჩატარდა ახალი მედიის ფორუმი, სადაც 200-მდე ჟურნალისტი, ჟურნალისტიკის სტუდენტი და ბლოგერი შეიკრიბა.

ღონისძიება  დააფინანსა ფონდმა ღია საზოგადოება საქართველომ.

ფორუმზე სხვადასხვა მოხსენებებთან ერთად მოხდა ქართული ბლოგ-კატალოგის პრეზენტაცია. ბლოგროლის შესახებ ჩვენ უკვე მოგახსენეთ, თუმცა მაშინ ყველაფერი მზადების პროცესში იყო, ახლა კი უკვე უფრო მეტი ხელშესახები ინფორმაცია გვაქვს.

სამი კვირის განმავლობაში ბლოგროლზე დარეგისტრირდა 300-ზე მეტი ადამიანი.

აქედან 190 მომხმარებელი 220 ბლოგის ავტორია, რომლებზეც  მთლიანობაში 5000 პოსტი (სტატია) არის დაწერილი.

სტატისტიკიდან ჩანს, რომ ქალები უფრო აქტიურნი არიან და შეადგენენ ბლოგერთა 56 %-ს.

ქართველი  ავტორები დღეში საშუალოდ 50 ბლოგ-პოსტს წერენ სხვადასხვა თემებზე. ყველაზე დიდი რაოდენობით წარმოდგენილია პირადი ბლოგები - 83, შემდეგ საზოგადოებრივი საკითხები - 73 ბლოგი, ხელოვნებაზე წერს 67 ბლოგერი. დანარჩენი თემები, სადაც 30 და მეტი ბლოგია აქტიური: მედია, გართობა, ინტერნეტი, მუსიკა, მსოფლმხედველობა, ჰობი და ინტერესები.

სამწუხაროდ, ქართულ საზოგადოებაში არსებობს ასევე თემები, რასაც  ჯერ დიდი ყურაღება არ ეთმობა, ან ვერ ხერხდება, რომ დაეთმოს. ეს ბლოგოსფეროზეც აისახება - სპორტის კატეგორიაში  რეგისტრირებულია მხოლოდ 4 ბლოგი, ჯანმრთელობის თემაზე კი წერს მხოლოდ 2 ბლოგერი.

 

წყარო:

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

12 მინისტრი ქალი და 7 კაცი - ფინეთს ახალი მთავრობა ჰყავს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker