Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ბალტიაში, კერძოდ ლიტვაში ქალთა დისკრიმინაცია ყველაზე დაბალ დონეზეა

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2009-07-13

ლიტველი ქალებისუმრავლესობა სამსახურში დისკრიმინებულნი არიან.  დადგინდა ანონიმური ტელეფონით გამოკითხვის შედეგად, რომელიც ჩაატარა კომპანია RAIT GROUP – მა ბალტიის ქვეყნებში, რომელიც მომსახურეობას უწევს ინფორმაცინალურ–ტექნიკურ სფეროს.

როგორც გამოკითხვის შედეგებში აისახა, დისკრიმინაციაა გენდერული კუთხით, სპეციალისტების მიღება სამსახურში, კვალიფიკაციის ამაღლების სფეროში, სწავლებაში, ანაზღაურებაში და თანამდებობაზე დაწინაურებაში.

ზოგიერთ ფირმას  ვაკანსიების განცხადებებში მითითებული აქვთ სქესი ამა თუ იმ თანამდებობაზე  და აგრეთვე ოჯახური მდგომარეობა, რაც არღვევს სქესთა თანასწორობის კანონს.

უფრო ხშირად ქალებს ვიდრე მამაკაცებს  სამსახურში მიღებისას უსვამენ კითხვას; აპირებენ თუ არა შვილის ყოლას (25% ქალებს და 6%მამაკაცებს),  ყავთ თუ არა შვილები (14% ქალებს და 3% მამაკაცებს) და რამდენი შვილი ჰყავთ (49% ქალებს და 38% მამაკაცებს).

დეკრეტიდან დაბრუნებულ ლიტველი ქალები ხშირად ვერ ბრუნდებიან იგივე თანამდებობაზე, რომელზედაც იყვნენ დეკრეტში გასვლამდე.

ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ლიტვაში მაღალ თანამდებობებზე  უმეტესად მამაკაცები არიან.  ქალები ხშირად ვიდრე მათი კოლეგა – მამაკაცები დისკრიმინირებულნი არიან თანამდებობის ამაღლებაზე (5,3% ქალები და 0,3 % მამაკაცები), ასევე სქესს მნიშვნელობა აქვს მათ ანაზღაურებაზეც (17% ქალებისა და 6% მამაკაცების).

ერთდროულად, როგორც გამოკითხვის შედეგებმა გვაჩვენა, ლიტვაშ აღინიშნება ყველაზე დაბალი დონე ქალთა დისკრიმინაციისა ბალტიის ქვეყნებში. ლატვიაში მამაკაცის ხელფასი 17% – ით მეტია ვიდრე ქალებისა, ესტონეთში 25% – ით მეტი, ლიტვაშ – 15%– ით მეტი.

დავამატებთ რომ 2000 – 2001 წლებში ჩატარებული მოსახლეობის აღწერით, ლატვიაში  46% მამაკაცია და 54 ქალი, ლიტვაში 52% ქალია და 46,8%  მამაკაცი, ესტონეთში მუდმივი მაცხოვრებელი 46,1% მამაკაცია და 53,9% ქალი.

 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker