Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

აჭარაში ქალებს ისევ ჩაგრავენ

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2009-06-19

,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მონიტორინგის შედეგები: მონიტორინგი აჭარაში გენდერული თანასწორობის კუთხით ჩატარდა. შედეგად დადგინდა, რომ ქალების მდგომარეობა ბოლო წლების განმავლობაში დიდად არ შეცვლილა. მონიტორინგის წევრებს პრობლემები შეექმნათ სტატისტიკასთან დაკავშირებით, რადგან სათანადო ინფორმაცია ბევრ უწყებაში უბრალოდ არ არსებობს. მოპოვებული ციფრების მიხედვით, ინფორმაცია შემდეგნაირად დალაგდა.

აჭარის ავტონომიური მთავრობის აპარატი: 18 ქალი, 37 მამაკაცი.

ბათუმის საკრებულო:  0 ქალი, 15 მამაკაცი.

ქობულეთის საკრებულო: 2 ქალი, 6 მამაკაცი.

ქედის საკრებულო: 5 ქალი, 14 მამაკაცი.

შუახევის საკრებულო: 2 ქალი, 17 მამაკაცი.

ასევე მონიტორინგის კვლევის საგანი იყო, თუ ვის გადაეცემა  ქონება მემკვიდრეობით, ქალს თუ ვაჟს. მსგავსი მონაცემები ოფიციალურ სტრუქტურებში არ აღირიცხება, მაგრამ ინფორმაციის სხვა  წყაროების მიხედვით, გაირკვა, რომ უმეტესად ქონებას მაინც ვაჟს უტოვებენ, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ამ კუთხით ქალს და კაცს არ ანსხვავებს.

დისკრიმინაცია იკვეთება არასრულწლოვანთა ქორწინების კუთხითაც. როგოც წესი, იმ არასრუწლოვანთა უმეტესობა, რომელიც ოჯახს ქმნის, გოგონაა და არა ბიჭი.

რაც შეეხება ძალადობას ოჯახში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2007 წლის იანვრიდან 2008 წლის მაისის ჩათვლით აღრიცხული 49 ძალადობის ფაქტიდან 39 შემთხვევაში დაზარალებული ქალი იყო, 10 შემთხვევაში - მამაკაცი, ერთ შემთხვევაში - არასრულწლოვანი.  ყველაზე ხშირია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფაქტები.

კვლევა ჩატარდა ეკონომიკურ აქტივობის კუთხითაც.  2007-2008 წლებში პროკრედიტბანკს მცირე ბიზნესისთვის სესხის ასაღებად აჭარის რეგიონიდან  5 504 ქალმა  და, 11 292 მამაკაცმა მიმართა.

იგივე ვითარებაა საქართველოს ბანკშიც : ქალი - 726, მამაკაცი - 1276.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker