Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

გულახდილი საუბრები სექსზე, ყურანზე დაყრდნობით

კატეგორია: პრესკლიპინგი 
2009-06-16

დუბაი, არაბთა გაერთიანებული საემირო – გარეგნულად უედად ლუთა არ ჰგავს აქტიურ, სექსზე თამამად მოსაუბრე ადამიანს, მუსულმანი და დაბადებით ემირატელი, გრძელ შავ ჩადრს ატარებს, საიდანაც მხოლოდ ყავისფერი თვალები მოსჩანს და საუბრისას ყურანიდან ციტატები მოჰყავს.

იგი ასევე ავტორია წიგნისა, რომელიც აღმოსავლეთმა ეროტიკული რჩევების საოცრად გულახდილ წიგნად მიიჩნია. ხოტბას ასხამს ქალის ორგაზმს, ეწინააღმდეგება ისეთი თემების ტაბუირებას, როგორიცაა ჰომოსექსუალიზმი და არაბებს მოუწოდებს, უარი თქვან იმ მოძველებულ ტრადიციებზე, რომლებიც მათ სექსუალურ ბედნიერებას ზღუდავს.

წიგნში „ფრიად საიდუმლო: სექსის გზამკვლევი დაქორწნებული წყვილებისთვის“, მისის ლუთას მოჰყავს მრავალი მაგალითი, რომელიც სასამართლოში ქორწინების საკითხებზე მრჩეველად მუშაობის 8 წლიანი გამოცდილებით დაუგროვდა. იანვარში, გაერთიანებულ საემიროში არაბულ ენაზე ამ წიგნის გამოცემას მაშინვე სკანდალი მოჰყვა, წიგნმა ზოგიერთი ლიბერალისგან ქება დაიმსახურა, კონსერვატორებისგან კი, რომლებიც ავტორს ღვთის გმობაში ან კიდევ უარესში ადანაშაულებენ – სასიკვდილო მუქარა.

„ხალხი ამბობს, რომ გიჟი ვარ, ისლამს ვუღალატე და სიკვდილს ვიმსახურებ,– ამბობს მისის ლუთა, – ჩემი ოჯახიც კი მეკითხება, ამ თემაზე რატომ ვსაუბრობ. მე ვპასუხობ: „ეს პრობლემები ჩვენი ყოველდღიურობაა და არ უნდა უგულებელვყოთ. ეს ის რეალობაა, რომელშიც ვცხოვრობთ.“

ენაწყლიანი 45 წლის მისის ლუთა ერთ–ერთია იმ მცირე, მაგრამ თანდათან მზარდი რაოდენობის ადამიანებს შორის, ვინც ხალხს სექსის შესახებ მეტი გახსნილობისა და განათლებისკენ მოუწოდებს. ის განსხვავდება წინა თაობის ქალებისაგან, რომელთათვისაც, დასავლურ ენაზე რომ ვთქვათ, ქალთა ემანსიპაცია მიუღებელი იყო. მისის ლუთასა და მისი თანატოლების აუთსაიდერებად შერაცხვა ძნელია, რადგან ცდილობენ, თავიანთი სათქმელი ყურანზე დარდნობით გამოხატონ. მისის ლუთამ წიგნი გამოქვეყნებამდე მუფტის წააკითხა და მისგან თანხმობა მიიღო.

დასავლური სტანდარტების მიხედვით , იგი ლიბერალი არ არის. წიგნში საუბარია ანალური სექსითა და ჰომოსექსუალიზმით გამოწვეულ საფრთხეზე, არა შიდსის გამო, არამედ იმიტომ, რომ ამას ყურანი კრძალავს. თუმცა, ამ პრობლემაზე ღიად საუბარმა ბევრი შოკში ჩააგდო.

საუდის არაბეთსა და იმ ქვეყნებში, სადაც გენდერული სხვაობა მკაცრადაა განსაზღვრული, მამაკაცები პირველ სექსუალურ გამოცდილებას სხვა მამაკაცებთან ურთიერთობით იღებენ, რაც შემდგომ გავლენას ახდენს მათ ქორწინებაზეც, აღნიშნავს მისის ლუთა.

„ბევრ მამაკაცს, რომელიც ქორწინებამდე სხვა კაცთან ანალური სექსით იყო დაკავებული, თავის ცოლთანაც უნდა იმავეს გამეორება, რადგან სხვა არაფერი იცის, – ამბობს მისის ლუთა, – ეს ერთ–ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომაც გვინდა, რომ სკოლაში სექსუალურ განათლებას იღებდნენ.“

ბოლო ათწლეულებში სპარსეთის ყურის ნავთობით განპირობებულმა მოდერნიზაციამ ზოგიერთი არაბული სოციალური წყობა შეარყია. ამავე დროს, პოლიტიკური ისლამის გავლენის ზრდამ ტრადიციულ მმართველობას საფუძველი გამოაცალა და მორალურ საკითხებთან დაკავშირებით, ბევრი არაბი დააბნია.

შედეგი კი ისაა, რომ 2001 წელს, დუბაის სასამართლოში „ოჯახის გზამკვლევის“ განყოფილება გაიხსნა, რომლის პირველი მრჩეველი (ახლა ექვსნი არიან და ყველა მამაკაცია) ლუთა იყო. ქუვეითის მთავრობამ 90–იან წლებში შემოიღო მსგავსი მომსახურება და სპარსეთის ყურის დანარჩენი ქვეყნები მას მიყვნენ.

თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი ძნელად გადასალახი დაბრკოლება არსებობს. რეგიონში, სადაც ჩვეულებრივია იმ ქალების „პატიოსნების სახელით მკვლელობა“, რომელთაც სქესობრივი კავშირი გათხოვებამდე ჰქონდათ, ცხადია, სექსუალურ განათლებასაც ცოდვის ჩადენისკენ მიმართულ ნაბიჯად აღიქვამს.

ოჯახის გზამკვლევი განყოფილება შეიქმნა იმისათვის, რომ შეასრულოს ისლამის ქადაგება, რომელიც წყვილებს მოუწოდებს, სანამ გაყრას გადაწყვეტენ, პრობლემის გადაჭრის სხვა გზა მონახონ. ეს უნივერსალური თერაპიაა იმ ხალხისათვის, რომელსაც ქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს.

მისის ლუთას თქმით, წიგნის გამოქვეყნება რთული არჩევანი იყო. გამოქვეყნების შემდეგ, მას ვირაც კაცმა ოფისში დაურეკა და მოკვლით დაემუქრა. მუქარები ინტერნეტითაც მიიღო.

მუქარებს იგი უგულვებელყოფს და ამბობს, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებულ დაცვაზე უარი განაცხადა. გარდა ამისა, დასძენს, რომ საზოგადოების განათლება რისკად ღირს.

„რამდენიმე დღის წინ ერთი ქალი მოვიდა და მკითხა, ნორმალურია, თუ არა კაცის მთელ ტანზე კოცნა, – აღნიშნა მან, – მე ვუთხარი – „ჩემი წიგნი წაიკითხეთ!“

წყარო : გაზეთი "24 საათი"–ის დანართი "The New York Times", 16/06/09

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker