Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საერთაშორისო ფოტო კამპანია

კატეგორია: განცხადებები 
2009-06-04

დაიწყო საერთაშორისო ფოტო კამპანია, რომლის მიზანია ინფორმაციის გავრცელება განვითარებასთან დაკავშირებულ ინიციატივებზე

ინკლუზიური ზრდის საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრი (International Policy Centre for Inclusive Growth) გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით იწყებს საერთაშორისო ფოტო კამპანიას.

წამოწყების მიზანია ინფორმაციის გავრცელება განვითარებასთან დაკავშირებულ ინიციატივებზე. კამპანიას მხარს უჭერენ მისი პარტნიორები მსოფლიოს ყველა კონტინენტზე - ბრაზილიიდან ყაზახეთამდე. საორგანიზაციო საქმიანობაში კამპანიას ხელს უწყობს გაერთიანებული ერების მოხალისეთა ჯგუფი (United Nations Volunteers – Online Volunteering Service).     

მონაწილეობა ღიაა ყველა მსურველისათვის! უბრალოდ,  ატვირთეთ თქვენს მიერ გადაღებული ფოტოსურათი კამპანიის ვებსაითზე: http://www.ipc-undp.org/photo/

ფოტოსურათების თემატიკა 14 თემატური სფეროდან ერთ-ერთს უნდა ასახავდეს და ათასწლეულის განვითარების მიზნებს შეესაბამებოდეს. თემატური სფეროები ისეთ საკითხებს ეხება, როგორიცაა: შიმშილის დაძლევა, განათლებისა და ჯანდაცვის უფლება სოციალურად დაუცველთათვის, გენდერული თანასწორობა.

კამპანიის დასასრულს შეიქმნება ფოტო გალერეა, რომელიც ინკლუზიური ზრდის საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრში მუდმივად განთავსდება. ჩატარდება ფოტო გამოფენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. გარდა ამისა,  შეიქმნება ფოტო მონაცემთა ბაზა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება კამპანიის პარტნიორებისა და გაეროს სააგენტოებისთვის.

საკონტაქტო ინფორმაცია:
Mr. Francisco Filho
Communications, Outreach and Advocacy Unit
International Policy Centre for Inclusive Growth
Poverty Practice, Bureau for Development Policy
United Nations Development Programme
E-mail: francisco.filho@undp.org 
Phone: (+ 55 61) 2105 5036
Website: http://www.ipc-undp.org

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker