Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ბელორუსიაში ასოციალურ ქალთა სტერილიზაცია მიმდინარეობს

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2009-05-20

ბელორუსიაში მიმდინარეობს სტერილიზაცია ქალების, რომლებიც ასოციალურ ცხოვრებას ეწევიან. ,,სტერილიზიცია მხოლოდ მათი წერილობითი განცხადების საფუძველზე ტარდება. მილიცია გადასცემს გაუბედურებული ოჯახების სიას ქალთა კონსულტაციებს. ქალები, რომლებიც ასოციალურ ცხოვრების წესით ცხოვრობენ, გენეკოლოგების დაჟინებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან“, – ამბობს ქალაქ ნესვიჟას საავადმყოფოს მეან-გენეკოლოგი სვეტლანა დავიდენკო.

მეან-გენეკოლოგის სიტყვით, 2009 წლის განმავლობაში ნესვიჟას საავადმყოფოში ჩაატარეს ხუთი ოპერაცია  ქალთა სტერილიზაციისთვის სხვადასხვა მაჩვენებლებით, გადმოცსცემს ,,ინტერფაქსი“.

,,ორი ოპერირებული ქალი ეწევა ასოციალურ ცხოვრებას და იტანჯება ალკოჰოლიზმით. ორივე 35 წელზე მეტისაა“, – აზუსტებს სვეტლანა დავიდენკო.
ქალაქ ნესვიჟას შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსის მოადგილე მიხეილ შებრომ განაცხადა, რომ მილიცია არკვევს ასოციალურ ქალებთან სტერილიზაციის შესაძლებლობას მათივე სურვილით.

,,ჩვენ ვურჩევთ ქალებს, რომელთაც ჩამორთმეული აქვთ მშობლის უფლება და ეწევიან ასოციალურ, ამორალურ ცხოვრებას, გაიარონ სტერილიზაცია. როგორც წესი, ისინი უარს არ ამბობენ“ – აღნიშნა მიხეილ შებრომ.

,,სიტუაცია სამწუხაროა: ქალებს ბინაში გადაუხდელობის გამო გათიშული აქვთ დენი, გაზი, ყველგან ობია, ბოთლები, უფროს შვილებს, ბუებრივია, სახელმწიფო უწევს მეურვეობას. ხოლო თვითონ, იმის მაგივრად, რომ ცხოვრება მოიწესრიგონ – კიდევ აჩენენ შვილებს“, – ამბობს ქალაქის მილიციის თანამშრომელი.

,,ნარკოლოგები, ფსიქოლოგები, გენეკოლოგები ასევე ატარებენ საუბრებს ასოციალური ქალებთან. სტერილიზაციაზე დათნხმების შემდგომ მათ აგზავნიან ოპერაციაზე“ – აღნიშნა მიხეილ შებრომ.


თარგმანი: პორტალი GINSC

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker