Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ქალთა მოძრაობა ცვლის სამყაროს

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2009-05-14

სტოქჰოლმში ფონდ ,,Kvinna till Kvinna”-ს ინიციატივით გაიმართა თემატური შეხვედრები, სადაც მონაწილეობა მიიღო ,,Kvinna till Kvinna”-ს პარტნიორმა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სამხრეთ კავკასიდან.

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფონდის გენერალურმა მდივანმა, ქალბატონმა ლენა აგიმ და წარმოადგინა მოხსენება ,,ქალთა მოძრაობა ცვლის სამყაროს“.

მთელი კვირის განმავლობაში მონაწილეები მსჯელობდნენ ამიერკავკასიაში ქალთა მოძრაობის წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ, უზიარებდნენ ერთმანეთს თავიანთ სამუშაო გამოცდილებას და ხვდებოდნენ შვეციის სახელმწიფო სტრუქტურისა და  საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
 
საინტერესო შეხვედრა შედგა შვედ ომბუცმენთან დისკრიმინაციის საკითხებში, ქალბატონ ევა ნიკელთან. ის სტუმრებს ესაუბრა სახალხო დამცველის ოფისის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ, რომლის მუშაობის მთავარი მიმართულება გენდერული თანასწორობის საკითხებია.

ექსპერტმა ხორვატიიდან, რადა ბორიჩმა, რომელიც წარმოადგენდა არასამთავრობო ორგანიზაციას ,,კვლევები ქალების შესახებ“, სემინარზე წარმოადგინა მოხსენება ,,ომის შემდგომ ქალთა მობილიზაცია – ხორვატიის გამოცდილება“.

სამხრეთ კავკასიის ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოინახულეს ,,ამნისტი ინტერნეიშენელის“ ოფისი სტოქჰოლმში და გაეცნენ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მიძღვნილ აქციების ჩატარების  მათ  სამუშაო გამოცდილებას. მონაწილეები ასევე ესტუმრნენ ორგანიზაცია RFSU ოფისს, რომლის მუშაობის ძირითადი მიმართულება მოქალაქეთა სექსუალური განათლებაა.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო მედიის მუშაობის, მათი მონიტორინგის მიზანმიმართული  ჩატარებისა და  პრესაში სხვადასხვა ფაქტების ობიექტურად გაშუქების საკითხებს. მაგალითად, შვედმა ჟურნალისტმა, იან ბლომგრენმა ისაუბრა მისი ქვეყნის მასმედიის მუშაობის შესახებ და წარმოადგინა თავისი სტატია, რომელიც ეხებოდა საქართველოში აგვისტოს ომის გაშუქებას. ჟურნალისტის გამოსვლამ ცხარე დებატები და არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია დამსწრეთა შორის.

მეტად საინტერესო იყო ,,Kvinna till Kvinna”–ს ოფისის მონახულება. შეხვედრის მონაწილეებმა სწორედ იქ წამოსწიეს წინ კავკკასიის პარლამენტის შექმნის ინიციატივა, რომლის დეპუტატები რეგიონის ყველა ქვეყნის წარმომადგენლები იქნებიან.

სტოქჰოლმში შეხვედრის ორგანიზატორები და  მონაწილეები ერთიანნი იყვნენ იმ საკითხში, რომ სახალხო დიპლომატიის, როგორც სხვადასხვა ქვეყნებს შორის ურთიერთობის საშუალების გამოყენებით, შესაძლოა გადაიჭრას თითქმის ყველა საჭირბოროტო პრობლემა, მათ შორის ეროვნული კონფლიქტიც კი.

წყარო: პორტალი GINSC

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker