Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

დედის დღე გერმანიის ისტორიაში

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2009-05-12

გერმანიაში დედის დღე პირველად 1923 წლის 1 მაისს აღინიშნა. ,,მესამე რეიხის“ პერიოდში ნაციონალ–სოციალისტებმა ის პროპაგანდის მიზნით გამოიყენეს. აღმოჩნდა, რომ დღესასწაულის ანალოგი ჯერ კიდევ 17 საუკეუნეში ინგლისშიც არსებობდა.

წელიწადში ერთხელ, მაისის მეორე კვირას, გერმანელი დედები ე.წ. "Muttertag", დედის დღეს ზეიმობენ. დედის დღე, ცნობილი, როგორც Mothering Sunday (დედის კვირა) ინგლისის ქრონიკაში 1644 წლით თარიღდება. მარხვის მეოთხე კვირას მთელი ოჯახი დედებისა და ბებიების პატივსაცემად იკრიბებოდა.

ენ ჯარვისი ამ დღესასწაულის ფუძემდებელი იყო.

,,დედის დღის“ ფუძემდებელად იმ სახით, რა სახითაც ის დღეს აღინიშნება, იყო ამერიკელი ენ ჯავრისი. მან გადაწყვიტა გარდაცვლილი დედის დღეს, 1905 წლის 9 მაისს, პატივი მიეგო თავისი დედისა და მილიონობით სხვისი დედისთვის.  ენის დედა, მერი, აქტიურად იცავდა ქალის უფლებებს. მადლიერების ნიშნად მან ამოირჩია მიხაკები: თეთრი – გარდაცვლილი დედების ხსოვნისათვის, ხოლო წითელი –  დედები სიამოვნებისათვის ახლობლებისგან გამოხატული გრძნობებით.

1914 წელს აშშ პრეზიდენტმა დედის დღე სახელმწიფო დღესასწაულად გამოაცხადა. 1917 წლიდან ის გავრცელდა შვეიცარიაში, ნორვეგიასა და შვეციაში.

პირველი დედის დღე გერმანიაში

1922 წელს გერმანიაში ფლორისტების გაერთიანებამ დაიწყო სარეკლამო კომპანია დედის დღისადმი. ედეა, პატივ ეცა პირველ მსოფლიო ომში (1914– 1918) მონაწილე დედედებისთვის გმირული საქციელის გამო, გადამწყვეტი აღმოჩნდა, რათა ეს დღე საზეიმოდ აღნიშნულიყო. შედეგად პრესისა და რადიოს დახმარების გარეშე 1923 წლის 13 მაისს პირველად აღინიშნა დედის დღე.

ოფიციალურად ქვეყანაში ზეიმი  ნაციონალ–სოციალისტებმა 1933 წელს შემოიღეს და თავისი იდეოლოგიური მიზნისთვის გამოიყენეს. ის იწოდა გერმანელ დედათა დღედ. ამ დღეს, ქვეყნის წინაშე ვალის მოხდის მიზნით, მიიღეს  ,,დედის ჯვარი“ ("Ehrenkreuz der Deutschen Mutter"). ,,მესამე რეიხის“ პროპაგანდა დედებისაგან მოითხოვდა ,,ეჩუქებინათ ფიურერისთვის ბავშვები“, ჯილდოს საფასური დამოკიდებული იყო შთამომავლის რაოდენობაზე, ხოლო ჯილდოს მიღების აუცილებელ პირობას წარმოადგენდა. არიანული რასის მიკუთვნების მტკიცებულება, სუფთა, არაკრიმინალური წარსული  და ჯანმრთელი შთამომავლობა.

გდრ–ის მაცხოვრებლები კიდევ ერთ ქალთა დღეს იცნობენ

ომის დასრულების  და ჰიტლერის დიქტატურის დამყარების შემდგომ საბჭოთა ოკუპირებულ ზონაში, მოგვიანებით გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, მსოფლიო ქალთა დღის აღნიშვნა 8 მარტს დაიწყეს. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში დედის დღე უფრო პოპულარული იყო. გერმანიის გაერთიანების შემდეგ აღმოსავლეთში დედებისა და ქალებისადმი მიძღვნილი დღეს 8 მარტს აღნიშნავენ, ხოლო მაისის მეორე კვირას მთელი გერმანია და კიდევ მსოფლიოს 40–მდე ქვეყანა დედის დღეს ზეიმობს.

თარგმანი: პორტალი GINSC

წყარო

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker