Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

9 აპრილი საქართველოში

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2009-04-10


 

საქართველოში 9 აპრილის 20 წლისთავი აღინიშნა. ამ დღეს თბილისში, გამთენიისას შოთა რუსთაველის გამზირზე, მაშინდელი მთავრობის სასახლის წინ, საბჭოთა კავშირის სპეციალური დანიშნულების რაზმმა მშვიდობიანი მიტინგი სასანგრე ნიჩბების, ხელკეტებისა და დღემდე დაუდგენელი ქიმიური გაზის გამოყენებით დაარბია. სადამსჯელო რაზმს გენერალი იგორ როდიონოვი ხელმძღვანელობდა.

ადგილზე 16 მოქალაქე დაიღუპა. მომდევნო დღეებში, მიღებული ტრავმების შედეგად, კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა. ტრაგედიის 21-ე მსხვერპლი _  გია ქარსელაძე კი, კომენდანტის საათის დროს რუსმა სამხედრომ ცეცხსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა.

დაღუპულთაგან 17 ქალია, აქედან ერთ-ერთი _ ელისო ჭიპაშვილი ფეხმძიმედ იყო. თამარ ჭოველიძე, ეკა ბეჟანიშვილი და ნათია ბაშალეიშვილი კი, საშუალო სკოლის დამამთავრებელ კლასებში სწავლობდნენ.

9 აპრილის დემონსტრაციის მონაწილეთა უმთავრესი მოთხოვნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან მისი გამოსვლა იყო. ამ მოთხოვნით პირველი გამოსვლები თბილისში ჯერ კიდევ 1988 წლის ნოემბერში დაიწყო. ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები 1989 წლის 4 აპრილს განახლდა. ამ დღეს მაშინდელი მთავრობის სასახლის წინ ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობის აქცია დარბევამდე გრძელდებოდა.

9 აპრილის აქციაში ათასობით მოქალაქე მონაწილეობდა. აქციას  ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ირაკლი წერეთელი და გიორგი ჭანტურია ხელმძღვანელობდნენ.

მოსალოდნელი დარბევის შესახებ დემონატრანტები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გააფრთხილა და დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა მათ პატრიარქის მოწოდება არ გაიზიარეს.

9 აპრილის ტრაგედიიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ზვიად გამსახურდამ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker