Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ჰილარი კლინტონი ჰააგაში სერგეი ლავროვს შეხვდა

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2009-04-01

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ჰააგაში დღეს გამართული კონფერენციის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, გარკვეული შეთანხმებები მიღწეულია, თუმცა, საკითხები არ დაუკონკრეტებია.

მე შევხვდი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. ხვალ ლონდონში შესახვედრად ორი ქვეყნის ლიდერები – ბარაკ ობამა და დიმიტრი მედვედევი ემზადებიან. მოხარულები ვართ, რომ რიგ სადაო საკითხებთან დაკავშირებით რუსეთთან პროგრესს მივაღწიეთ, - აღნიშნა კლინტონმა პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ერთ-ერთი მსგავსი საკითხი, რომელსაც აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები ხვალინდელ შეხვედრაზე განიხილავენ, ავღანეთის თემაა.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ჰილარი კლინტონმა დღეს მხოლოდ ამერიკული, რუსული და ავღანური მედიის კითხვებს უპასუხა, ამდენად, ქართველი ჟურნალისტებისთვის უცნობი დარჩა, ისაუბრეს თუ არა მან და ლავროვმა საქართველოს შესახებ.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker