Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სახალხო დამცველის მოთხოვნა

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2009-03-11

საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს დიმიტრი შაშკინს და არასრულწლოვან გოგონათა პირობით ვადამდე გათავისუფლება და ზოგადად პატიმრობის პირობების გაუმჯობესება მოითხოვა.
ვინაიდან ქვეყანაში არ არსებობს არასრულწლოვანი გოგონებისათვის კანონით განკუთვნილი დაწესებულება, მსჯავრდებულებს სასჯელის ისეთივე პირობებში მოხდა უწევთ, როგორშიც ზრდასრული პატიმრები იმყოფებიან. ისინი უფრო მკაცრ გარემოში იმყოფებიან და უფრო მეტად არიან შეზღუდული, ვიდრე ეს კანონითაა გათვალისწინებული. აღნიშნული გარემოება შეუსაბამობაში მოდის როგორც პატიმრობის შესახებ კანონთან, ასევე პატიმრების მოპყრობის მინიმალურ სტანდარტებთან და გაეროს ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციასთან, აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ 11 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისის მე-5 ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულებაში არასრულწლოვანი მსჯავრდებული გოგონები მოინახულეს. როგორც განცხადებაში აღნიშნული, საპყრობილეს არ გააჩნია სასეირნო ეზო, მსჯავრდებულები ვერ სარგებლობენ სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლებით. საკნებში მწყობრიდან გამოსულია წყლის ონკანები. არ ხდება სრულყოფილი ვენტილაცია და არის უსიამოვნო სუნი. ციხის გადატვირთულობის გამო არასრულწლოვნები ხშირად უფროსებთან ერთად არიან საკანში. საპყრობილეში არ არის პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალება. არასრულწლოვნები ვერ იღებენ განათლებას.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს დიმიტრი შაშკინს, რათა საპყრობილეში არსებული პირობები სრულად შეესაბამებოდეს საერთაშორისო ნორმებს. ამასთან, ის არასრულწლოვანი გოგონები, რომელთა მიმართაც შესაძლებელია სისხლის სამართლის კოდექსის 98-ე მუხლის (სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება) გათვალისწინება, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, უპირობოდ მოხდეს მათი პირობით ვადამდე გათავისუფლება.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker