Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საქართველოში დაიწყო ,,გენდერული კვირეული“

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2009-03-06

საქართველოში სტარტი აიღო ,,გენდერულმა კვირეულმა“, რომელიც გაიხსნა ქალთა უფლებსა და გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა გამოფენით. გამოფენა გაიმართა თბილისში, ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო საგამოფენი ცენტრში – ,,მუზა“. საექსპოზიციო სტენდზე წარმოდგენილ იქნა არასამთავრობო ორგანიზაციათა  მიერ უკანასკნელ წლებში გამოქვეყნებული ბეჭდური მასალა. ასევე მოეწყო ხელნაკეთი ნამუშევრების მინი გამოფენა სახელოსნოდან ა/ო ,,ფესვები“  (დედოფლისწყარო), რომლებმაც წარმოადგინეს ხელით ნაქსოვი ფარდაგები, ხელჩანთები და ქისები,  და საზოგადოება ,,ბილიკი“, რომელთა აქსესუარები, სურათები და  თექის ნამუშევრები, შესრულებული იყო გორელი ბავშვების  მიერ.

ეს რიგით მეოთხე გენდერული კვირეულია, რომელიც იმართება გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედური საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფარგლებში ,,გენდერი და პოლიტიკა“.  საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები მიასალმნენ გამოფენის მონაწილეებს და მიულოცეს გენდერული კვირეულის გახსნა საქართველოში.

გამოფენა მიმდინარეობდა მთელი დღის განმავლობაში, მის მონაწილეებს და დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ მრგვალი მაგიდის მუშაობაში თემებზე: ,,გენდერი და პოლიტიკა“, ,,ქალი და ჯანმრთელობა“ და ,,ქალი და მშვიდობისმშენებლობა“.

საინტერესო დისკუსია გაიმართა ერთ-ერთი შეხვედრის დროს, რომლის მთავარი თემა გახდა ქალთა მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. როგორც ცნობილია საქართველოს  უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ქალთა რაოდენობა მხოლოდ 7 % შეადგენს, ხოლო თვითმართველობის ორგანოებში მხოლოდ 11 %. მსგავსი სიტუაცია იწვევს პროტესტის გრძნობას ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც დიდი ძალისხმევით ისწრაფიან შეცვალონ სიტუაცია ამ მიმართულებით. ასე მაგალითად საქართველოს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ შეიტანა განსახილველად პარლამენტში ახალი კანონპროექტი კვოტების შესახებ, რომელიც ამომრჩეველთა 32 000 ხელმოწერით იყო მხარდაჭერილი. ამ კანონპროექტის ირგვლივ მიმდინარეობს დიდი კამათი და დებატები. ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ზომები დაეხმარება აქტიური, გონიერი და პროფესიონალი ქალების ხელისუფლებაში მოსვლას.

კანონპროექტი ელის განხილვას, ხოლო შეხვედრის მონაწილეები საუბრობენ იმის შესახებ, რომ აუცილებელია მისი ლობირება საქართველოს პარლამენტში.

კვირეული გრძელდება და მის ფარგლებში მრავალი საინტერესო ღონისძიება და შეხვედრაა დაგეგმილი.

წყარო: პორტალი GINSC

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker